CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

კალენდარი

თარიღები კურსის დასახელება დრო ფასი
15-1114-02 აუდიო ვიზუალური თხრობის პრაქტიკული კურსი 19:00 120

სარეგისტრაციო პროცედურა

ტრენინზე დასწრებისათვის თქვენ უნდა შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

ფორმის წარდგენა შესაძლებელია:

ელ-ფოსტით: vacancy@ctc.org.ge

აპლიკაციების წარდგენის ბოლო ვადაა 1 ნოემბერი, 2018 წელი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი დაუკავშირდება მხოლოდ პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს. მონაწილეთა საბოლოო შერჩევისათვის ჩატარდება გასაუბრებები.

ტრენინგზე დასწრების საფასურის გადახდა ხდება წინასწარ.

გადახდა წარმოებს უნაღდო ანგარიშსწორებით; CTC-ის ადმინისტრაცია მოგაწვდით ანგარიშ-ფაქტურას, რის საფუძველზეც თქვენ შეძლებთ საფასურის გადახდას; მონაწილის ოფიციალური რეგისტრაცია ხდება თანხის მთლიანი დაფარვის შემდეგ.

ტრენინგის ღირებულება

ტრენინგში მონაწილეობა დიდწილად სუბსიდირებულია. მონაწილეობის საფასური შეადგენს 120 ლარს.

ინფორმაცია ტრენინგის შესახებ:

ტრენინგ პროგრამის მიზანია მონაწილეების უნარების განვითარება აუდიო ვიზუალური თხრობის ტექნიკების საშუალებით.

კურსის შედეგად პროგრამის მონაწილეები შეისწავლიან იდეებისა და პროექტების პრეზენტაციას აუდიო ვიზუალური საშუალებებით. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი მეტწილად დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობებს, შესაბამისად, ტრენინგის მსვლელობისას მოხდება იდეების განხილვა, გაანალიზება, ვიდეო გადაღების სხვადასხვა პრაქტიკული მეთოდების გამოყენება და ვიდეომონტაჟის საბაზისო დონეზე შესწავლა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ სწავლების პროცესში თავად დაამზადონ ვიდეო რგოლები.
  • მონაწილეეებს აუცილებელია ჰქონდეთ საკუთარი ლეპტოპები, რათა შეძლონ პრაქტიკული საშინაო სავარჯიშოების მომზადება. რაც შეეხება საოპერატორო და გახმოვანების ხელოვნების შესწავლას, ეს მოხდება უშუალოდ ტრენინგის მსვლელობისას CTC-ს აუდიტორიაში. სათანადო პრაქტიკული პროგრამის გავლის შემდეგ, მონაწილეებს საშუალება მიეცემათ გამოიყენონ ტრენინგის ვიდეო აპარატურა ვიდეო რგოლებისათვის, ოპერატორის ხელმძღვანელობით.
  • კურსს ჩაატარებენ მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთაც აქვთ, როგორც პრაქტიკული, ისე თეორიული სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. კურსის თეორიულ ნაწილს გაუძღვება კინოდოკუმენტალისტი არჩილ ხეთაგური, ხოლო ოპერატორი ვანო თვაური ტრენინგების პრაქტიკულ მხარეს უხელმძღვანელებს.
კურსში მონაწილეობის მსურველი აუცილებელია იყოს: საინიციატივო ჯგუფის ან არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, სტუდენტი, აქტივისტი.
  • ჯგუფის დაკომპლექტებისას უპირატესობა მიენიჭებათ ინგლისური ენის მცოდნე აპლიკანტებს. სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.
· პროგრამის ჯამური ხანგრძლივობაა 50 სალექციო საათი. · მეცადინეობები გაიმართება საღამოს საათებში, 2 საათიან სესიებად. · კვირის მანძილზე ჩატარდება 1 ან 2 სასწავლო სესია. კურსი ჩატარდება 2018 წლის 15 ნოემბრიდან, 2019 წლის 14 თებერვლამდე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სასწავლო სივრცეში.

ტრენინგის მონაწილეები გადაიღებენ და დაამონტაჟებენ ვიდეო რგოლს პროექტებისა, თუ იდეების ეფექტური პრეზენტაციებისათვის. ტრენინგის დამთავრებისას მონაწილეებს, რომლებიც შეასრულებენ პროგრამის სასერტიფიკაციო მოთხოვნებს გადაეცემათ კურსის დასრულების სერტიფიკატი.

საუკეთესო პროექტის (რგოლის) ავტორებს შესაძლებლობა მიეცემათ CinéDOC-Tbilisi-ს საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ფარგლებში 2019 წელს დაგეგმილ Civil Pitch-ზე წარადგინონ საკუთარი პროექტი, პროფესიონალი კინორეჟისორებისა და ფონდების წინაშე.   დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: (+995) 032 220 67 74/75 ან მოგვწერეთ: ctc@ctc.org.ge; thea.kekelia@ctc.org.ge მისამართი: ოთარ ჩხეიძის 5 (საბურთალო, ყაზბეგის გამზირთან ე. წ. შანხაის დასახლების ტერიტორია)