CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტის შესახებ

ევროკავშირის ახალი პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

ინიციატივის მიზანი

  • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
  • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი

 

პროექტის დონორები

 

პროექტის პარტნიორები

 

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

ბოლო სიახლეები

4 მაისს დასრულდა „სამოქალაქო ლიდერობის“ სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადის ტრენინგები. პროგრამის 29 მონაწილემ წარმატებით გაიარა როგორც დისტანციური ასევე დასწრებული სწავლების პროგრამის მოდულები: სამოქალაქო ლიდერობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა, პროექტის მართვა და ფონდების...
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე „სამოქალაქო ლიდერობა“ . სასწავლო პროგრამა წარმოადგენს დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციას და შედგება ოთხი მოდულისგან: •      ...