CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

Error message

Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in menu_set_active_trail() (line 2405 of /common/inet-pub/http-ctc.org.ge/data/includes/menu.inc).

სიახლეები

ეკო - გრანტების პროგრამა

ეკო-გრანტების პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-ის და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობისა და სამხრეთ კავკასიის გაზის მილსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს CTC საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროგრამის მიზანია ისეთი პროექტების დაფინანსება, რომლებიც მიმართულია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და პრაქტიკული გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელებაზე.

მეტი

CDI5 პროექტის მიღწევების მიმოხილვა

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ პროექტის მეხუთე ეტაპი დასასრულს უახლოვდება. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. საქართველოში „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ დაიწყო 2003 წლიდან  SCP და BTC მილსადენის გასწვრივ ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

მეტი

სამოქალაქო ლიდერობა ( I ნაკადი )

4 მაისს დასრულდა „სამოქალაქო ლიდერობის“ სასწავლო პროგრამის პირველი ნაკადის ტრენინგები.

პროგრამის 29 მონაწილემ წარმატებით გაიარა როგორც დისტანციური ასევე დასწრებული სწავლების პროგრამის მოდულები: სამოქალაქო ლიდერობა, ეფექტიანი კომუნიკაცია და ჩართულობა, პროექტის მართვა და ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება „კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის“ (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში  - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' (CSSIGE).

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის #KAS ხელმძღვანელობით.

მეტი

ღია კარის დღე

პარასკევს, 2 მარტს, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრში (CTC)  გაიმართა ღია კარის დღე, პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში გამოცხადებული მიკროგრანტების შესახებ. 

ღია კარის დღეზე, მონაწილე უნივერსიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაეცნენ დამატებით ინფორმაციას კუნკურსის პროცედურულ თუ თემატურ საკითხებზე.  მათ შეკითხვებს, პროექტის გუნდთან ერთად, პასუხობდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელი.

მეტი

კონკურსი გამოყენებითი კვლევის შემუშავებაზე

,,კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (CTC) საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტებისთვის აცხადებს კონკურსს გამოყენებითი კვლევის შემუშავებაზე.

გამოყენებითი კვლევები განხორციელდება საგრანტო კონკურსის საფუძველზე. გრანტის მთლიანი მოცულობა განსაზღვრულია 20 ათასი ევროდან (მინიმალური სიდიდე) 25 ათასი ევროს ჩათვლით (მაქსიმალური ოდენობა).

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://www.jobs.ge/166942/

მეტი

კონკურსი ტრენერთა გუნდის შესარჩევად

"კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (CTC) აცხადებს კონკურსს 2 ტრენერისგან დაკომპლექტებული გუნდის შესარჩევად.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი აქ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, წარადგინოთ სასწავლო კურსის ერთობლივი წინადადება და ტრენერთა რეზიუმეები (CV, Europass-ის ფორმატში). განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2018 წ.

მეტი

კონკურსი კვლევის შემუშვებაზე

"კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი" (CTC) აცხადებს კონკურსს კვლევის შემუშავებაზე.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი აქ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, წარადგინოთ კვლევის პროექტი (იხილეთ დანართი) და მკვლევარების რეზიუმეები (CV, Europass-ის ფორმატში). კვლევის პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 25 თებერვალი, 2018 წ.

მეტი

სასწავლო პროგრამა - სამოქალაქო ლიდერობა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე „სამოქალაქო ლიდერობა“ .

სასწავლო პროგრამა წარმოადგენს დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციას და შედგება ოთხი მოდულისგან:

•             სამოქალაქო ლიდერობა;

•             ეფექტური კომუნიკაცია და ჩართულობა;

•             პროექტის მართვა;

•             ფონდების მოძიება.

მეტი

Pages