CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ზემო სვანეთში ახალგაზრდული მიკრო პროექტების დაფინანსება

ზემო სვანეთში CTC-იმ  9 ახალგაზრდული მიკრო პროექტი დააფინანსა

CTC - ის პროექტის ”ზემო სვანეთში სათემო ინიციატივების ხელშეწყობა” ფარგლებში ზემო სვანეთის ახალგაზრდებისთვის გამოცხადებულ მიკრო საგრანტო კონკურსში 9 პროექტი დაფინანსადა. პროექტები მიზნად ისახავს თემში არსებული პრობლემების ირგვლივ ახალგაზრდების ჩართულობას.

ცხუმარისა და ხაიშის თემებში გამარჯვებული პროექტების „სპორტი ჩვენი ცხოვრებაა“ და „ჯანსაღი ცხოვრების წესი ხაიშის საჯარო სკოლაში“ მთავარი თემა სპორტი და ცხოვრების ჯანსაღი წესი იყო. 

ლენჯერსა და მულახის თემის სოფელ მუჟალში ახალგაზრდები წიგნისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით ბიბლიოთეკის განახლებას გეგმავენ პროექტების „ცოდნა სინათლეა“ და „ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკა“ ფარგლებში.

ეცერის თემში პროექტების „ტრადიციების კვალდაკვალ“ და „მხიარული ბავშვობა“ ავტორები ტრადიციებითა და საბავშვო ბაღის კეთილმოწყობის საკითებით დაინტერესდნენ.

ფარის თემში ახალგაზრდებმა თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისთვის სპორტული ღონისძიების დაგეგმვა, მრავალფუნქციური ოთახის მოწყობა და ახალგაზრდული ინიციატივების ამსახველი ვიდეო არქივის შექმნა დაისახეს მიზნად შემდეგი პროექტებით „წინ გამარჯვებისკენ“, „მრავალფუნქციური ოთახი“ და „დაიჭირე წამი“.

ახალგაზრდული ინიციატივები 3 თვის განმავლობაში ზემო სვანეთის 6 თემში: ცხუმარში, ეცერში, ფარში, ლენჯერში, მულახსა (ს. მუჟალი) და ხაიშში განხორციელდება და ივნისის დასაწყისში დასრულდება.