CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

Error message

Deprecated function: The each() function is deprecated. This message will be suppressed on further calls in _menu_load_objects() (line 579 of /common/inet-pub/http-ctc.org.ge/data/includes/menu.inc).

სასწავლო პროგრამა - სამოქალაქო ლიდერობა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC) დაინტერესებულ პირებს იწვევს სასერტიფიკაციო სასწავლო პროგრამაზე „სამოქალაქო ლიდერობა“ .

სასწავლო პროგრამა წარმოადგენს დასწრებული და დისტანციური სწავლების კომბინაციას და შედგება ოთხი მოდულისგან:

•             სამოქალაქო ლიდერობა;

•             ეფექტური კომუნიკაცია და ჩართულობა;

•             პროექტის მართვა;

•             ფონდების მოძიება.

სასწავლო პროგრამა მომზადდა და ტარდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში - ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა'' (CSSIGE).

პროგრამა სრულად დაფინანსებულია CSSIGE  პროექტის ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში.

 

სასწავლო კურსის მიმდინარეობა:

სასწავლო კურსის პირველი ეტაპია სწავლების ონლაინ ფაზა, რომელიც დაიწყება 2018 წლის 15  ივნისს და დასრულდება 7 ივლისს. ის მონაწილეები, ვინც წარმატებით დაასრულებენ დისტანციური სწავლების ფაზას, მიიღებენ მონაწილეობას დასწრებულ მეცადინეობებში.  დასწრებული მეცადინეობები ორ-კვირიანია და ტარდება ორ ეტაპად.

მიღება:

პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა დარეგისტრირდეთ ბმულზე www.ctconline.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2018 წლის 08 ივნისი.

შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება აპლიკანტის გამოცდილება სამოქალაქო აქტივიზმის მიმართულებით და  მოტივაცია.

გასაუბრება მოდხდება მხოლოდ შერჩეულ აპლიკანტებთან. საბოლოო გადაწყვეტილება კურსზე მიღების შესახებ მოხდება გასაუბრების საფუძველძე.

უპირატესობა მიენიჭება რეგიონში მცხოვრებ აპლიკანტებს.

სავალდებულოა აპლიკანტს ჰქონდეს ინტერნეტი, ელექტრონული ფოსტა.

 

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას საქართველოში. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) , სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) თანამშრომლობით.