CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

მუნიციპალურუი პროგრამების დაგეგმვა

კურსის წარდგენა: რატომ არის საინტერესო აღნიშნული კურსი?

წლიური ბიუჯეტის პროგრამული ფორმატით მომზადება შედარებით ახალი პრაქტიკაა მუნიციპალიტეტებისათვის. აღნიშნული მიდგომა გულისხმობს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტებზე დაფუძნებული პროგრამებისა და ქვეპროგრამების შედგენას, თითოეული პროგრამის და ქვეპროგრამის მიზნის, დაგეგმილი შედეგების, ღონისძიებების, შესაბამისი  ხარჯებისა და შეფასების ინდიკატორების განსაზღვრას. 

პროგრამული ბიუჯეტის შესრულების შეფასებისას მნიშვნელოვანია როგორც დაგეგმილ და მიღწეულ შედეგებს შორის არსებული განსხვავების ანალიზი, ასევე კონკრეტული შედეგის დადგომისთვის განხორციელებული ღონისძიებებისა და გაწეული ხარჯების მიზანშეწონილობა და გონივრულობა.

ამდენად, მუნიციპალიტეტის პროგრამული ბიუჯეტის შედგენის პროცესში  გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პროგრამებისა თუ ქვე-პროგრამების  აგებას (შედგენას) პროგრამული მიზნების, მოსალოდნელი შედეგების, შესაბამისი ღონისძიებებისა და ხარჯების მიზეზ-შედეგობრივი ურთიერთკავშირის (გამომდინარეობის) პრინციპით.

წარმოდგენილი კურსი მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ დაეუფლონ მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვისა და შეფასების ტექნიკებს.

სასწავლო მიზნები

• ტრენინგის შედეგად მონაწილეები  აიმაღლებენ  მუნიციპალური პროგრამების მომზადების კომპეტენციას მოქმედი  რეგულაციების შესაბამისად და   შეძლებენ  პროგრამების უფრო პროფესიონალურად ჩამოყალიბებას.

• ტრენინგის მსვლელობისას საკითხებისა და ინსტრუმენტების გაცნობა მოხდება სხვადასხვა მაგალითების განხილვით და რეალურ შემთხვევებზე მუშაობით. 

კურსის ძირითადი თემები

  • პროგრამული მიდგომის არსი
  • მუნიციპალური პროგრამის სახეები
  • შედეგების იერარქია და შედეგების ჯაჭვის შედგენა
  • დაინტერესებული პირების ანალიზი
  • პრობლემის ანალიზი
  • პრობლემების ანალიზისა და გადაწყვეტილებების მიღების გამოყენებითი მეთოდებისა და ინსტრუმენტების გაცნობა
  • რისკის ანალიზი და მართვა
  • შესრულების ინდიკატორი
  • მონიტორინგი და ანგარიშგება

ვისთვის არის განკუთვნილი მოცემული კურსი?

  • ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებისთვის, მათ შორის სამსახურის უფროსებისთვის, სპეციალისტებისთვის.