მაღალმთიან აჭარაში გენდერული ნიშნით სელექციის საზიანო პრაქტიკები

მაღალმთიან აჭარაში გენდერული ნიშნით სელექციის საზიანო პრაქტიკები

საინიციატივო ჯგუფი მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ქალების მხარდასაჭერად ახორცილებს შემოქმედებით კონკურსს ,, მაღალმთიან აჭარაში გენდერული ნიშნით სელექციის საზიანო პრაქტიკები’’ პროექტის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ღურტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაგდა იაკობაძემ, სალომე გელაძემ და ნიკა გელაძემ წარმოადგინეს კომიქსი: ,,თუ მოინდომებ ყველაფერს შეძლებ” და პოსტერები გენდერული ნიშნით სელექციის პრაქტიკებზე თემში. პროცესი მიმდინარეოვბდა დამსწრე საზოგადოების (მშობლების, მოსწავლეების, მასწავლებლების) აქტიური ჩართულობით. პროექტის ფარგლებში კონკურსის მონაწილეები უზრუნველყოფილნი იყვნენ ყველა საჭირო ინვენტარით საკონკურსო ნამუშევრის წარმოსადგენად. 

პროექტი ხორციელდება კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მხარდაჭერით “სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) სამოქალაქო აქტივისტებისთვის” კომპონენტის ფარგლებში ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.