სათემო აქტივიზმის ტრენინგი(CAT) სამოქალაქო აქტივისტებისთვის შემუშავდა და დაინერგა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის მიერ 2018 წელს. CAT საგანმანათლებლო პროგრამა არის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომლის მიზანია დაეხმაროს ახალგაზრდა ლიდერებსა და აქტივისტებს სამოქალაქო ლიდერობის, აქტივიზმის არაძალადობრივი კამპანიების წარმოების კომპეტენციების განვითარებაში.

STAR - ის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია CAT ტრენინგის მოდულების ქართველი აქტივისტების საჭიროებებზე ადაპტირება, მენტორების მომზადება და 50 მდე სამოქალაქო აქტივისტის გადამზადება.

კურსი ასევე ითვალისწინებს კურსდამთავრებულებისათვის მცირე გრანტების კონკურსებს - მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და მცირე კამპანიების ინიცირებისათვის.

აღნიშნული აქტივობა ეფუძნება და აგრძელებს წინამორბედი CSSIGE პროექტის ფარგლებში სათემო ლიდერების სასწავლო პროგრამას რომლის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით გადამზადდა 188 სათემო აქტივისტი.

 

cat

ვრცლად სათემო აქტივიზმის ტრენინგის (CAT) შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს:

კომპონენტის სიახლეები:

დაიწყო CAT-ის პროგრამის მეორე ეტაპი – პირისპირ ვორკშოპი „თემის მობილიზება ცვლილებებისთვის – სოციალური ტრანსოფრმაციის ტრენინგი“....
კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის ორგანიზებით 12-15 ოქტომბერს გაიმართა სამოქალაქო სათემო აქტივიზმის (CAT) ტრენერთა ტრენინგი. CAT...