საუნივერსიტეტო კურსი „სამოქალაქო საზოგადოების როლი“ შემუშავდა პროექტის "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა (CSSIGE 2017-2020) " ფარგლებში ადგილობრივ უმაღლეს სასწავლებლებთან და ექსპერტებთან თანამშრომლობით.

საუნივერსიტეტო კურსის მიზანია ახალმა თაობებმა სწავლების საბაკალავრო საფეხურზე მიიღონ სანდო და აკადემიური ცოდნა სამოქალაქო საზოგადოებისა და ორგანიზაციების შესახებ. კურსი დაინერგა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოქმედ 6 სასწავლებელში (რამდენიმე უნივერსიტეტი დამატებით აღნიშნული კურსის კურიკულუმით ასწავლის). 2018-2020 წლებში კურსი გაიარა 120-მდე სტუდენტმა. სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR Initiative) ფარგლებში გაგრძელდება კურსის შემდგომი განვითარება და დანერგვა.

სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის (STAR 2021-2025) პროექტის ფარგლებში, კურსდამთავრებული წარმატებული სტუდენტებისთვის კი გაიმართება ყოველწლიური სასწავლო ბანაკები.

2018-2020 წლებში, CSSIGE პროექტის ფარგლებში კურსი დაინერგა ბათუმის, გორის, ზუგდიდის, თელავის და ქუთაისის 5 უმაღლეს სასწავლებელსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. STAR-ის პროექტის ფარგლებში კურსი დანერგება საქართველოს უნივერსიტეტშიც.

უნივერსიტეტები-საკონტაქტო პირები

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ლექტორი - იოსებ გაბარაევი
გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, მოწვეული სპეციალისტი, დოქტორანტი

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი >>

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი

ლექტორი - ლაშა ნარსია

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი. ეკონომიკის დოქტორი. საზოგადოებრივ მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტი. ასოცირებული პროფესორი.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი >>

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი - ლევან ჯაყელი
სსიპ - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, სამართლის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, სამართლის აკადემიური დოქტორი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი - ალექსანდრე მოსიაშვილი
ისტორიის დოქტორი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე (სასწავლო დარგში) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ისტორიის დეპარლამენტის წევრი.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ლექტორი - ნანა შონია

ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტის პროფესორი;
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.

 

ლექტორი - ქეთევან კუხიანიძე
სამართლის დოქტორი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის დეპარტამენტის მოწვეული სპეციალისტი
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
ქუთაისის უნივერსიტეტის _ პროფესორი.
იურისტთა უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი_ სამოქალაქო განათლების ტრენერი.
ადვოკატთა ასოციაციის წევრი_სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია ადვოკატი

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი >>

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქართველოს უნივერსიტეტი

ლექტორი: თამარ ტატიშვილი

საქართველოს უნივერსიტეტი

“ოქსფორდის სამოქალაქო საზოგადოების სახელმძღვანელო” წარმოადგენს  აკადემიური სტატიების/დებატების ვრცელ კრებულს. აღნიშნული სახელმძღვანელო ითარგმნა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის...

სიახლეები

პარტნიორ უნივერსიტეტებს გადაეცათ საუნივერსიტეტო კურსის დამხმარე სასწავლო რესურსი – სამოქალაქო საზოგადოების როლი. სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მეთოდოლოგიური...
6 აგვისტოს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის“ ფარგლებში, “კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრმა” ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლების წარმომადგენლებთან...
8 ივლისს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორმა კონსტანტინე თოფურიამ...
15 ივნისს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის დირექტორმა ირინა ხანთაძემ და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო...