ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი 2021

საქართველოს მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2021 წლის ეროვნული შეფასების შედეგების მიხედვით, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც უთანაბრდება 2019 წლის შეფასების მაჩვენებელს. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ 2021 წლის მონაცემებით მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებელი პრაქტიკულად არ შეცვლილა.

2021 წლის შეფასების შედეგებით, პირველი ბლოკის მაჩვენებელი – საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება – 2019 წლის შედეგებთან მიმართებით, 2%-ით გაუმჯობესდა (25%-დან 27%-მდე), მაჩვენებელი იგივე დარჩა. მეორე ბლოკში – ელექტრონული მმართველობა (32%), ხოლო მესამე ბლოკის – მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება – მაჩვენებელი მნიშვნელოვნად, 6%-ით შემცირდა (29%-დან 23%-მდე).

საკონტაქტო ინფორმაცია