ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა  – მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი” –ს მეორე ფაზა ხორციელდება 2015 წლის ივლისიდან  დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (WREP) გასწვრივ მდებარე სოფლებში. დასავლეთ საქართველოში პროექტი მოიცავს ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, აბაშის და  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების 60 სოფელს.

„მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტი 2“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP–სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენების კომპანიაში.

პროექტის მიზანია პოზიტიური ურთიერთობების გაღრმავება BP–სა და ბაქო-სუფსის მილსადენის გასწვრივ მდებარე სოფლების მოსახლეობას შორის აღნიშნულ სოფლებში მცირე ბიზნესის წამოწყებისა და განვითარების ხელშეწყობის საშუალებათა შექმნით.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მცირე გრანტების გაცემა ფერმერებისა და დამწყები მეწარმეებისათვის, ასევე პროექტის წინა ფაზაში დაფუძნებული მიკრო მეწარმეებისთვის; ბენეფიციართა სამეწარმეო და ტექნოლოგიური უნარების განვითარება სხვადასხვა სახის ტრენინგებითა და კონსულტაციებით  და ა.შ.

პროექტის  ხანგრძლივობა შეადგენს 36 თვეს.

დასავლეთ საქართველოში პროექტს ახორციელებს “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი”.

პროექტის განხორციელების შედეგად:

  • 200 განმცხადებელი წარმატებით გაივლის ტრენინგებს ბიზნესის დაგეგმარების საკითხებზე;
  • 115 შერჩეული მიკრომეწარმე დაიწყებს საქმიანობას პროექტის  ფინანსური დახმარებით და 5 წარმატებული მიკრომეწარმე პროექტის პირველი ფაზიდან გააფართოვებს არსებულ ბიზნესს;
  • 115 დაფინანსებული მიკრომეწარმე გაივლის უნარების განვითარების პროგრამას;
  • არანაკლებ 60 მიკრომეწარმისა გაივლის თემატურ პროფესიულ ტრენინგებს.

საკონტაქტო ინფორმაცია