ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

დასრულდა საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული მორიგი პროექტი

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის “ინოვაციური სოციალური იდეები კოვიდ-19-ის საპასუხოდ” ფარგლებში დაფინანსებული კიდევ ერთი პროექტი დასრულდა.

კონკურსი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, რომლებიც გააუმჯობესებენ და/ან გააფართოვებენ წვდომას სოციალურ სერვისებზე და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე კოვიდ-19-ის კრიზისით დაზარალებული ჯგუფებისათვის.

პროექტი: “უფროსი თაობის პორტალი”

„უფროსი თაობის პორტალი“ – ხანდაზმულთა საკითხებზე მომუშავე პირველი ვებ-გვერდია, რომლის განმახორციელებელი ორგანიზაციაა „ფონდი თაობა“.

პროექტი ხორციელდებოდა 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის აპრილის ჩათვლით და მიზნად ისახავდა ხანდაზმულთა საინფორმაციო-საკონსულტაციო საკითხების ონლაინ ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.  ფონდმა თაობამ პროექტის ფარგლებში შექმნა ფეისბუქ გვერდი და ვებ-პორტალი: www.taoba.org.ge, რომელიც მოიცავს ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რაც ხანდაზმული მოსახლეობისათვის არის საინტერესო. საიტის მეშვეობით ხანდაზმულები, მათზე მზრუნველი ან/და დაბერების საკითხებით დაინტერესებული სხვა თაობის წარმომადგენლები მიიღებენ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ჯანდაცვა და სოციალური სერვისები, სამედიცინო მომსახურება, იურიდიული უფლებები, ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და სხვადასხვა დაავადებების პრევენცია და მართვა.

გარდა ამისა, ხანდაზმულთათვის ინფორმაციის მოძიების გამარტივება გაზრდის ხანდაზმულთა მედეგობას კოვიდ-19-სა და სხვა გლობალური საფრთხეების მიმართ.

პროექტის ფარგლებში მომზადდა და ვებ-გვერდზე აიტვირთა  70-ზე მეტი საინფორმაციო ვიდეო რესურსი და სტატია, ამასთან უახლოეს პერიოდში დაემატება დამატებითი რესურსები ვებ-გვერდის შემდგომი განვითარებისათვის.

ვებ-პორტალი www.taoba.org.ge ონლაინ ჩაეშვა 31 იანვარს და ამ პერიოდის განმავლობაში ყავს 7 000-ზე მეტი ვიზიტორი.

სამომავლოდ ფონდი თაობა გეგმავს ვებ-გვერდის განვითარებას და მისი ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოს ყველა მოქალაქისათვის, რაც გულისხმობს კონტენტის აფხაზურ, ოსურ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე გადათარგმნას.

პარალელურად, სამომავლოდ იგეგმება ხანდაზმულთა და მათი ოჯახის წევრებისა და მომვლელების დისტანციური კლუბების ჩამოყალიბება.

პროექტი განხორციელებულია „ფონდი თაობის“ გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია