ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

ინიციატივები განათლებაში

CTC  2010 წლიდან არის ჩართულია განათლების სექტორში. მდგრადი განვითარება შეუძლებელია ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების გარეშე. უკეთესი განათლების პროგრამა, გულისხმობს ერთი მხრივ სასწავლო დაწესებულებების გაძლიერებას და ასევე განათლების სფეროში ჩართული ადამიანების უწყვეტი პროფესიული სწავლებისა და გადამზადების მხარდაჭერას.

CTC-ის ინიციატივით დაფუძნებულია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა კოალიცია „განათლება ყველასათვის“, რომელიც  ამჟამად 15-ზე მეტ ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას აერთიანებს. კოალიცია ადვოკატირებას უწევს ზოგადი განათლების სფეროში ცვლილებებს და ხელს უწყობს განათლების სფეროში შესაბამისი ეკოსისტემის ჩამოყალიბებას. იგი ასევე ახორციელებს „ეროვნული მასწავლებლის ჯილდოს“ კამპანიას, რომელიც გლობალური კამპანიის- Global Teacher Prize-ის ნაწილია და ქვეყანაში პედაგოგის პროფესიის პოპულარიზაციაზე მიმართული გამორჩეული და ყველაზე პრესტიჟული კონკურსია.

განათლების მიმართულებით CTC – ის მიზნობრივი ჯგუფებია:

  • მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციები,
  • განათლების სფეროში მოქმედი სოციალური საწარმოები
  • პროფესიული განათლებისა მიმწოდებელი ცენტრები/კოლეჯები
  • სკოლა და სკოლის ლიდერები

საქმიანობის ფორმები და სერვისები

  • „სკოლა-ლაბის“ პროგრამა, რომლის მიზანიც სკოლაში ცვლილებათა დანერგვისა და მართვის შესახებ ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება და გავრცელებაა.
  • განათლების სფეროში ინოვაციური ინიციატივებისა და სოციალური მეწარმეობის იდეების ტექნიკური (სწავლება, კონსულტირება) მხარდაჭერა

შრომის ბაზარზე ორიენტირებული მოკლევადიანი პროფესიული სწავლების კურსების მიწოდების ხელშეწყობა

საკონტაქტო ინფორმაცია