ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და დამწყები მეწარმეების საგრანტო კონკურსი

“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის კომპანიებში. პროექტის მიზანია თემების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, “კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი” აცხადებს საგრანტო კონკურსს, სოფლის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და დამწყები მეწარმეეებისთვის.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების, 63 სოფლის და რუსთავის მე-18, მე-19 მიკრო რაიონების დარეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციებს.

სარეაბილიტაციო პროექტების განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა, 2017 წლის 31 მარტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ მიბმული კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა (ქართ/რუს):

ინფრასტრუქტურის კონკურსის პირობები

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის სააპლიკაციო ფორმა

ინფრასტუქტურის რეაბილიტაციის სამუშაო ვადები და ბიუჯეტი

Условия конкурса на реабилитация экономической инфраструктуры села

Форме проекта реабилитации

График работ и бюджет проекта реабилитации

 დამწყები მეწარმეების კონკურსი

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების, 63 სოფლისა და რუსთავის მე-18, მე-19 მიკრო რაიონებში მცხოვრებ დამწყებ მეწარმეებს.

საგრანტო კონკურსის განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა, 2017 წლის 17 მარტი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ იხილოთ მიბმული კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა (ქართ/რუს) :

დამწყები მეწარმეების კონკურსის პირობები

განაცხადი დამწყებ მეწარმეთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის _შესავსები ფორმა

Форма заявки конкурсного бизнес проекта

საკონტაქტო ინფორმაცია