ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

მეწარმეობა და თემის განვითარება

ქვეყანაში დღემდე მთავარ პრობლემად რჩება სიღარიბე და უმუშევრობა. არსებობს ჯგუფები, რომლებსაც განსაკუთრებით უჭირთ გაუმკლავდნენ ამ პრობლემებს და სწორედ ამ ჯგუფების მხარდაჭერაა ცენტრის ამოცანა, რათა მათ უკეთ შეძლონ თავიანთი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროგრამის მთავარი მიზნობრივო ჯგუფი სასოფლო თემია ანუ განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალში მცოხვრებ იმ ადამიანთა ერთობა, რომელიც საერთო სოციალულ-ეკონომიკურ და კულტურულ პირობებში იმყოფება და აქვთ მსგავსი ინტერესები, პრობლემები და საჭიროებები. უფრო კონკრეტულად კი, პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ მაგ. აგრობიზნესით დაკავებული მცირე ზომის ფერმერული მეურნეობები,  ტურისტულ ზონაში მცხოვრები მცირე მეწარმეები (საოჯახო სასტუმროს მფლობელები, სახალხო რეწვის ოსტატები, ტურისტული ჯგუფების გიდები და სხვა), სოფლად მცხოვრები და მეურნეობაში ჩართული ქალები  და სხვა.

CTC-ს  აღნიშნული პროგრამა ამ ეტაპზე სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  1. საკვანძო კომპტენციების სწავლება – კერძოდ, არაფორმალური სწავლების და კონსულტაციების გზით იმ შესაძლებლობების და უნარების გაძლიერება, რომელთა გარეშეც ადამიანების ჩართვა სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში თითქმის შეუძლებელია. სასწავლო-საკონსულტაციო მოდულები გულისხმობს ინდივიდუალურ დონეზე საკვანძო კომპეტენციების,  სამეწარმეო აზროვნებისა და უნარების გაუმჯობესებას. აღნიშნული უნარები კი თავის მხრივ მიმართულია თემის წევრების გააქტიურებაზე, დასაქმებისა თუ თვითდასაქმებისათვის მნიშვნელოვანი უნარების სწავლებაზე და მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების მხარდაჭრაზე.

 

  1. თემის მობილიზება და ჩართულობა – პროგრამა სხადასხვა პროექტის ფარგლებში მხარს უჭერს თემის სოციალური შეჭიდულობის განვითარებას, სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და სათემო დონეზე ცხოვრების წახალისებას იგივე არაფორმალური განათლების თუ მცირე საგრანტო პროგრამების მეშვეობით.

 

  1. მცირე სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა და სასტარტო დაფინანსება – უკანასკნელმა კვლევებმა ცხადყო, რომ მიკრო საწარმოები ეფექტური აღმოჩნდა სამი ძირითადი თვალსაზრისით: შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა, საზოგადოებაში ინტეგრირება-დასაქმება და თვითშეფასების გაუმჯობესება. მცირე ბიზნესის განვითარებაში ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი 2005 წლიდანაა ჩართული. გარდა, მცირე ბიზნების ადმინისტრირების შესახებ ტრენინგებისა, ცენტრი ცდილობს გაზარდოს მცირე ბიზნესისათვის კაპიტალის ხელმისაწვდომობა საგრანტო კონკურსების მეშვეობით. ამისათვის ორგანიზაცია სხვადასხვა დონორთან და პარტნიორთან თანამშრომლობს.

საკონტაქტო ინფორმაცია