ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

პირველი საგრანტო კონკურსის შედეგები

გრძელდება მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი 4-ის (SBDP 4) განხორციელება, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია bp-ისა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის კომპანიაში.

დამწყებ და არსებულ მეწარმეთა პირველი საგრანტო კონკურსის ფარგლებში 500-ზე მეტმა ადამიანმა შემოიტანა ბიზნეს-იდეის განაცხადი. მათგან შეირჩა 250 ყველაზე პერსპექტიული იდეა, რომელთა ავტორები მოვიწვიეთ ბიზნეს-გეგმის წერის ტრენინგზე. ტრენინგის შედეგად 200-მდე მეწარმემ წარმოადგინა ბიზნეს-პროექტი, საიდანაც დასაფინანსებლად საუკეთესო 45 შეირჩა. ყველა გამარჯვებულმა მეწარმემ უკვე მიიღო ან უახლოეს მომავალში მიიღებს პროექტის დაფინანსებას.

შერჩევის პროცესი რთული იყო, თუმცა მრავალმა კონკურსანტმა აღნიშნა, რომ ამავე დროს სასარგებლოც. მადლობა გვინდა გადავუხადოთ ყველა მონაწილეს დაინტერესებისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

საკონტაქტო ინფორმაცია