ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში, კონსულტაციისა...
კომპონენტი ამოქმედდა 2022 წლიდან. მის ფარგლებში რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საშუალება აქვთ მოიპოვონ საგრანტო დაფინანსება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ადვოკატირების პროექტებზე. ადვოკატირება უნდა დაეფუძნოს ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (www.lsgindex.org ) შეფასების შედეგებს და გამოვლენილ საჭიროებებს.
ინდექსზე დაფუძნებული რიგით მესამე, ეროვნული შეფასება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.lsgindex.org. ადვოკატირების კამპანიების ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, დაინტერესებულ ორგანიზაციებს სიტისი ასევე დაეხმარება შესაძლებლობების განვითარებაში შესაბამისი სასწავლო თუ საკონსულტაციო სერვისებით.