ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT)

დაიწყო CAT-ის პროგრამის მეორე ეტაპი – პირისპირ ვორკშოპი „თემის მობილიზება ცვლილებებისთვის – სოციალური ტრანსოფრმაციის ტრენინგი“.

პროგრამის პირველ ეტაპზე შეირჩა ადგილობრივი სამოქალაქო მოძრაობის და სამოქალაქო საინიციატივო ჯგუფის 13 აქტიური წევრი, რომლებიც 1 თვის განმავლობაში გადიოდნენ ონლაინ თვითმართულ კურსს „რეფლექსია არაძალადობრივ ცვლილებებზე“.

ტრენინგის დასრულების შემდეგ პროგრამა კურსდამთავრებულებს სთავაზობს საგრანტო კონკურსში მონაწილეობას, წარმოდგენილი სამოქალაქო კამპანიებისა და მოძრაობების გაძლიერებისა და მათი ეფექტიანობის ხელშესაწყობად.

სათემო აქტივიზმის ტრენინგი (CAT) ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ (STAR Initiative) ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია