ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სამუშაო შეხვედრა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების შესახებ

5 ივლისს, სასტუმრო რუმსში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე –  ,,საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმები“.

ღონისძიება მიეძღვნა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სამუშაო მექანიზმების გამოწვევებისა და მათი გაუმჯობესების გზების განხილვას, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ მომზადებული კვლევის შედეგებზე დაყრდნობით. კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ >>

მომხსენებლებმა მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გააცნეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ქალბატონ მზია გიორგობიანს და მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს რეკომენდაციების შესრულების შესაძლებლობებზე. სამინისტროს სხვა წარმომადგენლებთან ერთად, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შესაბამის სფეროში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის (ARSD) ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია