ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეფასება – კვლევის ანგარიში

საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეფასება EWMI ACCESS-ის და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივით 2019 წელს განხორციელდა.

კვლევა აფასებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებიდან 2018 წლის ბოლომდე და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით: საზოგადოების ნდობა და ლეგიტიმაცია, გავლენა პოლიტიკაზე, სიცოცხლისუნარიანობა, და ფინანსური მდგრადობა და სექტორთაშორისი თანამშრომლობა.

კვლევის მეთოდოლოგია მოიცავდა სამაგიდო კვლევას, მიზნობრივ, ნახევრად სტრუქტურირებულ ინტერვიუებსა და ინტერაქციულ დისკუსიებს სამოქალაქო საზოგადოების, განათლების სფეროს, ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებთან.

კვლევა ჩაატარა მკვლევართა ჯგუფმა  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანის, დოქტორი ბაკურ კვაშილავას ხელმძღვანელობით.

კვლევის სრული ანგარიში ქართულ ენაზე იხილეთ  აქ – საქართველოს-სამოქალაქო-სექტორის-შეფასება-2019

საკონტაქტო ინფორმაცია