ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სკოლა-ლაბი სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში მცირე გრანტების კონკურსს აცხადებს

„სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში“, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის  (CTC) სკოლა ლაბის პროგრამა აცხადებს მცირე გრანტების კონკურსს ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასწავლებელთა ასოციაციებისათვის.

კონკურსის მიზანია ზოგადი განთლების რეფორმის განხორციელების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების და მასწავლებელთა პროფესიული ასოციაციების ჩართულობის ხელშეწყობა. ასევე, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში  შეირჩევა არაუმეტეს 6  პროექტი. თითოეული პროექტის  საგრანტო ფონდი შეადგენს 10,000 ევროს.

საგრანტო კონკურსის   განაცხადი და პირობები იხილეთ ბმულზე: https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=443699

კონკურსის შესახებ, ღია კარში მონაწილეობის   სურვილის შემთხვევაში  დარეგისტრირდით მითითებულ ბმულზე:

https://us06web.zoom.us/meeting/register/tZIlcO6qqj4jH90wVZt322CtyrWiH2k_DWE8

კონკურსი ხორციელდება სკოლა-ლაბის პროგრამის მიერ, სკოლების გაძლიერების ინიციატივის პირველი ფაზის ფარგლებში გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით.

საკონტაქტო ინფორმაცია