ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სოფლის სოციალური – ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა (CDI 6)

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიებში. პროექტის ერთ-ერთ კომპონენტს წარმოადგენს თემის მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. ამასთან დაკავშირებით, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი აცხადებს სოფლის სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საგრანტო კონკურსს.

კონკურსის ფარგლებში სარეაბილიტაციო პროექტის წარდგენა შეუძლია სათემო ორგანიზაციებს ან საინიციატივო ჯგუფებს.

 

სარეაბილიტაციო პროექტის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 15 ნოემბერი

 

  1. დაფინანსების ოდენობა

პროგრამა მხარს უჭერს მიზანმიმართულ და ორგანიზებულ თემებს, რომლებმაც დღემდე წარმატებით განახორციელეს სარეაბილიტაციო პროექტები. პროგრამა აგრეთვე წაახალისებს იმ სათემო ორგანიზაციებსაც, რომლებსაც მსგავსი გამოცდილება არ გააჩნიათ.

  • იმ სათემო ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც განხორციელებული აქვთ მინიმუმ ერთი სარეაბილიტაციო პროექტი, დაფინანსების მაქსიმალური თანხა განისაზღვრება 25,000 ლარით ერთ ინფრასტრუქტურულ პროექტზე;
  • ხოლო იმ სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც არ გააჩნიათ გაამოცდილება, მიეცემათ საშუალება მიიღონ დაფინანსება 15,000 ლარის ოდენობით.

 

  1. კონკურსის მონაწილეები

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია დარეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს თეთრიწყაროს, მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის თემებში, ასევე რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრო რაიონებში:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი /14 სოფ./ ახალსოფელი, ზირბითი, ირაგა, ჯიგრაშენი, ივანოვკა, ჭივჭავი, წინწყარო, ქოსალარი, სამშვილდე, დაღეთ-ხაჩინი, დურნუკი, ხაიში, ქოთიში, მარაბდა;

მარნეულის მუნიციპალიტეტი /1 სოფ./ ჯანდარი;

გარდაბნის მუნიციპალიტეტი /22 სოფ./ ახალი სამგორი, გამარჯვება, სამგორის მეურნეობა (გამარჯვება I), ფოლადაანთკარი, აღთაკლია, ყარათაკლია, ყარაჯალარი, კალინინო, ბირლიკი, ნაგები, პობედა, ლემშვანიერა, მზიანეთი, ჯანდარა, ნაზარლო, ქესალო, ვახტანგისი, ლელაშხა, ქვემო კაპანახჩი, თბილწყარო, კრწანისი, ახალი კუმისი.

 

  1. საკონკურსო პროექტი

პროექტის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი:

  • ფინანსდება სოციალური-ეკონომიკური სარგებლის მომტანი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები;
  • პროექტი უნდა ასახავდე მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისა და ჯგუფების ინტერესს;
  • წარდგენილი პროექტი უნდა იყოს მდგრადი და ითვალისწინებდეს სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების ღონისძიებებს/გეგმას;
  • წარდგენილი პროექტის განხორციელებამ არ უნდა გამოიწვიოს კონფლიქტური სიტუაცია თემში, ან მეზობელ თემებში;
  • პროექტი მიესალმება ისეთ განაცხადებს, რომლის განხორციელების შედეგად სარგებელს მიიღებს ორი ან მეტი სოფელი.
  • უპირატესობა მიენიჭება იმ სარეაბილიტაციო პროექტებს, რომელიც მიმართულია გარემოს დაცვასა და ეკოლოგიურ საკითხებზე.

 

  1. რა უნდა გავითვალისწინოთ განაცხადის მომზადებისას?

საკონკურსო პროექტის წარდგენისას გასათვალისწინებელია შემდეგი პირობები:

  • სარეაბილიტაციო პროექტი წარმოდგენილია დამტკიცებული ფორმით, სრულადაა შევსებული და ახლავს ყველა შესაბამისი საბუთი. სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
  • პროექტი განხილულია და დამტკიცებული სოფლის საერთო კრების მიერ და დადასტურებულია სოფელში არსებული კომლების მინიმუმ 60%-ის ხელმოწერებით (თითოეული კომლი წარმოდგენილია ერთი ხელმოწერით). განაცხადს თან უნდა ახლდეს სოფლის საერთო კრების ოქმი და მოსახლეობის 60% -ის მიერ პროექტის მხარდაჭერის რეალური ხელმოწერების დედნები (და არა ქსეროასლები).
  • პროექტი შეთანხმებული უნდა იყოს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და/ან ყველა შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებასთან, რაც დადასტურდება პროექტის განაცხადის სატიტულო ფურცელზე მუნიციპალიტეტის მერის ან საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერითა და ბეჭდით ან შესაბამისი დოკუმენტით.
  • თუ პროექტის განხორციელება ეხება რაიმე სახელმწიფო ორგანიზაციის ან კერძო პირის ინტერესებს (კერძო ნაკვეთის კვეთა, გარემოს დაცვა, მელიორაცია, გზები, არქიტექტურა და სხვა), სათემო კავშირმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების, სახელმწიფო დაწესებულებებისა ან კერძო პირების მიერ გაცემული პროექტის განხორციელების თანხმობის წერილები/ნებართვები.
  • თუ თემის წვლილში გათვალისწინებულია ადგილობრივი ინერტული მასალების გამოყენება (ქვიშა, ღორღი, ქვა), ამ შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იყოს გარემოს დაცვის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვა, მასალის რაოდენობისა და დამუშავების ადგილის მითითებით.
  • რაიმე შენობის ან ნაგებობის (არხი, წყალსადენი, თუ სხვა) რეაბილიტაციის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს ცნობა მისი მფლობელობის შესახებ. პროექტი არ განიხილება, თუ ობიექტი კერძო პირის მფლობელობაშია.
  • პროექტის თანადაფინანსების შემთხვევაში ყველა წყაროსგან (მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლებისაგან), წარმოდგენილი უნდა იყოს საგარანტიო წერილი.
  • სათემო კავშირს არ უნდა გააჩნდეს ვალდებულებები და მისი ანგარიში არ უნდა იყოს დაყადაღებული. ამის დასადასტურებლად სათემო კავშირმა უნდა წარმოადგინოს ბანკის ცნობა და განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
  • ერთი სოფლიდან მხოლოდ ერთი განაცხადი უნდა იყოს წარმოდგენილი. თუ ერთ სოფელში იქნება რამდენიმე სათემო კავშირი და ისინი ისურვებენ დამოუკიდებლად სხვადასხვა პროექტებზე საკონკურსო განაცხადის შემოტანას, მათ შორის პრიორიტეტული უნდა შეარჩიოს სოფლის საერთო კრებამ.
  • თემი, რომლის პროექტმა ვერ გაიმარჯვა წინა წლების კონკურსში, უფლებამოსილია წარადგინოს იგივე (შესწორებული ან სხვა) პროექტი წინამდებარე წესებისა და პირობების გათვალისწინებით.
  • სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაოთა თანმიმდევრობის გათვალისწინებით, პროექტი დაყოფილ უნდა იქნას ეტაპებად, სადაც ასახული იქნება პროექტის შესრულების სტადიები, ვადები და პასუხისმგებელი პირები. პირველ ეტაპზე მაქსიმალურადაა გათვალისწინებული თემის წვლილი და სხვა დამატებითი ფინანსური წყაროები. თანხა სათემო კავშირის ანგარიშზე ჩაირიცხება მხოლოდ ამ პირობის შესრულების შემდეგ.
  • სამშენებლო ტექნოლოგიებისა და სამუშაოთა სპეციფიკის გათვალისწინებით წარმოდგენილი უნდა იყოს შრომის უსაფრთხოებისა და მისი ზედამხედველობის გეგმა და პასუხისმგებელი პირები.
  • პროექტის ბიუჯეტში ასახული უნდა იყოს თემის წილი. თემის წილი უნდა შეადგენდეს მოთხოვნილი თანხის მინიმუმ 30%-ს. თემის წილი შეიძლება იყოს: მუშახელი, სამშენებლო მასალები, ტრანსპორტისა და მექანიზმების ღირებულება, ასევე ფულადი სახსრები. თემში ფულადი სახსრების შეგროვების შემთხვევაში, შეგროვებული თანხა წინასწარ უნდა იქნას ჩარიცხული სათემო ორგანიზაციის ანგარიშზე.
  • ბიუჯეტში ასახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადი.
  • პროექტის გამარჯვების შემთხვევაში აუცილებელია წარმოდგენილი იქნეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის/დაწესებულების მიერ მომზადებული პროექტი (ხარჯთაღრიცხვა შესაბამისი ნახაზებით).

 

  1. სარეაბილიტაციო პროექტების განხილვა

წარმოდგენილი საკონკურსო პროექტები განიხილება და შეფასდება საკონკურსო კომისიის მიერ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • რამდენად ნათლად და სრულად არის წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის შესახებ;
  • რამდენად გამოხატულია პროექტის ეკონომიკური და სოციალური ეფექტი;
  • რამდენად მდგრადია პროექტის შედეგები და რეალისტურია შენარჩუნების გეგმა;
  • რამდენადაა გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოება.

 

განაცხადის ფორმა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ქართულ ენაზე:http://shorturl.at/erEFM

და რუსულ ენაზე:http://shorturl.at/foBI9

საკონტაქტო პირები:

  • ჯონდო ხვიტია, ტელ: 577 51 38 29; ელ-ფოსტა: khvitia@ctc.org.ge
  • მაკა პაპუკაშვილი, ტელ: 577 72 60 58; ელ-ფოსტა: papukasvili@ctc.org.ge

 

საკონტაქტო ინფორმაცია