ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სოციალური ინოვაციების პლატფორმა SIP

სოციალური ინოვაციების პლატფორმა (SIP) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივაა, რომლის მიზანია სოციალური პრობლემების საპასუხოდ ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და წახალისება.

2023-2026 წლებში პლატფორმის ბაზაზე შვეიცარიული სააგენტოს ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასიის მხარდაჭერით განხორციელდება სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის განვითარებაზე მიმართული პროექტი.

პროექტი ითვალისწინებს სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის აქსელერაციის პროგრამის ამოქმედებას. აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება კონკურსის მეშვეობით.

სოციალური ინოვაციების პლატფორმის აქსელერატორი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს იმუშაოს სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით და აქვს კონკრეტული პრობლემის გადაჭრის ინოვაციური იდეა. კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს, როგორც ინდივიდი, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაცია.

აქსელერატორის ფარგლებში იგეგმება 60 – მდე მონაწილის გადამზადება-მენტორობა  და 10 პროექტის ფინანსური მხარდაჭერა.

აქსელერატორის პროგრამაში პირველი მიღება განხორციელდება 2023 წელს, ხოლო მეორე კონკურსი გამოცხადდება 2024 წელს.

აქსელერატორში ჩართულ მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ შესაბამისი მომზადება, განავითარონ საწყისი იდეები თუ პროტოტიპები, დაამუშავონ საკუთარი ინიციატივის ბიზნეს მოდელი, ჰქონდეთ წვდომა მენტორულ მხარდაჭერაზე და საჭირო ტექნიკურ კონსულტაციაზე.

დამოუკიდებელი ჟიური მიიღებს გადაწყვეტილებას მონაწილეების მიერ შემუშავებული საუკეთესო სტარტ – აპების ფინანსურ მხარდაჭერაზე. ცალკეული პროექტის დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 30 000 ლარს.

პროექტის ფარგლებში ასევე  გაგრძელდება სოციალური ინოვაციების პლატფორმის საგანამანათლებლო ვებ-პორტალის (www.socialinnovation.ge ) განვითარება და სოციალური ინოვაციების იდეის პოპულარიზაცია. სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნით ასევე განხორციელდება ახალგაზრდების განათლებაზე მიმართული სხვადასხვა ღონისძიებები.

 https://socialinnovation.ge/ აერთიანებს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სოციალურ ინოვაციებთან დაკავშირებულ თეორიულ და პრაქტიკულ საგანამანათლებლო და საინფორმაციო რესურსებს. პლატფორმაზე განთავსებულია თვითმართული ონლაინ კურსები სოციალური მეწარმეობის, სოციალური საწარმოსა და სოციალური ინოვაციების შესახებ, სხვადასხვა საინტერესო სიახლეები, სტატიები, ბლოგები და ვიდეო-რგოლები.

https://www.facebook.com/socialinnovation.ge პლატფორმის საზოგადოებასთან საკომუნიკაციო არხია. მისი მიზანია  სოციალური ინოვაციებისა და  მეწარმეობის და თავად პლატფორმის საქმიანობის შესახებ დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირება და სტიმულირება.

 

ჩამოტვირთეთ ბროშურა

საკონტაქტო ინფორმაცია