ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

სტატიების კრებული, 2006

სერია „ევროპული ძიებანი”
რედაქტორ-შემდგენელთა ჯგუფი:
ირმა ალფენიძე, პაატა პაპავა, ზაზა შათირიშვილი

მკითხველის წინაშე წარმოდგენილია ევროპულ ღირებულებათა და იდეათა თანამედროვე ქართულ ინტელექტუალურ კონტექსტში რეცეპციის გარკვეული ცდა. კრებულის ავტორები არ იფარგლებიან მხოლოდ ერთი რომელიმე ინტელექტუალური სფეროთი და ევროპული ღირებულებებისა და იდეების მთლიან სივრცეს განიხილავენ – კულტურითა თუ განათლებით დაწყებული და პოლიტიკით დამთავრებული.

თანამედროვე ევროპული ღირებულებები მეყსეულად და ცარიელ ადგილას არ გაჩენილა. ამიტომაც, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც ევროპულ იდეათა ისტორიის გაშუქებას, ისე იმ ინტელექტუალური პრაქსისის შესწავლას, რაც დაკავშირებულია ამ იდეათა თუ ღირებულებათა წარმოქმნასა და მათ ამჟამინდელ ფუნქციონირებასთან.

საქართველო დღეს ევროკავშირისაკენ მიისწრაფვის და ახალი ევროპის სრულუფლებიან წევრად გახდომა სურს. ევროპა, თავის მხრივ, ახალ სამეზობლო პროგრამას გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, ჩვენს წინაშე სერიოზული ამოცანაა — გავიაზროთ, რას გვთავაზობს ევროპა, რა გამოწვევებს გვიყენებს დღევანდელობა, რომელშიც ხვალინდელი დღის ანარეკლიც მოჩანს.

იხილეთ ვრცლად >>

საკონტაქტო ინფორმაცია