ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

“მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ” – შემაჯამებელი კონფერენცია

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმთან ერთად წარმატებით დაასრულა პროექტი “მშვიდობიანი კულტურის კვალდაკვალ”.

პროექტი ერთი მხრივ, მიზნად ისახავდა სასკოლო და სათემო დონეზე სამოქალაქო განათლების მასწავლებლების კომპეტენციების გაძლიერებას და რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ადრეული ნიშნების შემჩნევისა და მათი პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მეორე მხრივ, სკოლის მოსწავლეებში მოქალაქეობრივი თვითშეგნებისა და ლიდერული უნარ-ჩვევების  ჩამოყალიბებას.

პროექტის ფარგლებში საქართველოს 4 რეგიონში (თბილისი, აჭარა, კახეთი და ქვემო ქართლი) არსებულ 20 სკოლაში განხორციელდა შემდეგი აქტივობები:

  • შერეული ტრენინგ პროგრამა სამოქალაქო განათლებისა და მშვიდობის მშენებლობის შესახებ;
  • ტრენინგ კურსი რადიკალიზაციის ადრეული ნიშნების შემჩნევისა და მათი პრევენციის შესახებ;
  • იუნესკოს მიერ გამოცემული წიგნის ” მასწავლებლის გზამკვლევი – ძალადობრივი ექსტრემიზმის პრევენცია”, ქართულ ენაზე თარგმნა და გამოცემა;
  • ზამთრის “მშვიდობის ბანაკი”;
  • ახალგაზრდული ინიციატივები და მათი განხორციელება;
  • პრე და პოსტ კვლევა.

აღნიშნული პროექტი დაფინანსდა ევროკავშირის STRIVE Global პროგრამის ფარგლებში, რომელიც Hedayah-ს მიერ ხორციელდება.

საკონტაქტო ინფორმაცია