ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევების და ბარიერების შესწავლა

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) პროექტის „ჯანმრთელობის, ზრუნვისა და სოციალური უფლებები“-ს ფარგლებში დაფინანსებული კვლევითი პროექტი: „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში: არსებული გამოწვევების და ბარიერების შესწავლა“

პროექტის განმახორციელებელი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტი.

პარტნიორი ორგანიზაცია: დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი – ალტერნატივა ჯორჯია.

პროექტის ხანგრძლივობა: 7 თვე (1.07.2019 – 1.02.2020)

კონტექსტი: ოპიოიდებით ჩანაცვლებითი  მკურნალობის (ოჩმ) პროგრამები ეფექტური საშუალებაა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდეს არალეგალური ოპიოიდური ნარკოტიკების მოხმარება, აივ-თან დაკავშირებული სარისკო ქცევები, დოზის გადაჭარბებისგან გამოწვეული სიკვდილი, და სხვა სახის სტრესი. ოპიოიდებით ჩანაცვლების თერაპიის პროგრამები შეასრულებენ კარიბჭის ფუნქციას ჯანდაცვის, აივ-ის ტესტირების, ანტირეტროვირუსული თერაპიის და ტუბერკულიოზის, ცე ჰეპატიტის და სხვა ინფექციების სამკურნალო სერვისებში ჩართვის კუთხით.

დღესდღეობით პატიმრებს შეზღუდული აქვთ ოჩმ პროგრამების ხელმისაწვდომობა, რაც წარმოადგენს პრობლემას როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასევე ადაიანის უფლებების ჭრილში.უკანასკნელ წლებში, ევროკავშირის ნარკოსტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაისახა პენიტენციურ სისტემაში ზიანის შემცირების დაფარვისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა (Council of the European Union, 2012).

პრობლემა: საქართველოს პენიტენციურ სისტემაში ნარკოტიკის მომხმარებლებისათვის ოჩთ პროგრამებზე წვდომა გაცილებით დაბალია, ვიდრე მის გარეთ. პატიმრები გაცილებით მოწყვლადი არიან ნარკოტიკის მოხმარებასთან დაკავშირებული ზიანის მიმართ და ნარკოტიკის მოხმარების პატერნები გაცილებით სახიფათოა ციხეში ვიდრე მის გარეთ. აუცილებელია რომ მათ ოჩთ პროგრამებზე ისეთივე წვდომა მიეცეთ, როგორიც ექნებოდათ ციხის გარეთ. საქართველოში დღეისათვის მეთადონით მხარდაჭერილი დეტოქსიკაციის თერაპია ხელმისაწვდომია პენიტენციური სისტემის ორ მიმღებ დაწესებულებაში და წარმოადგენს ახლად შემოსული პატიმრებისთვის ხანმოკლე დეტოქსიკაციის კურსს, რაც უზღუდავს პატიმრებს უფლებას, რომ ჰქონდეთ გაცილებით ეფექტური უწყვეტი მკურნალობის შესაძლებლობა.

პროექტის მიზანი: პენიტენციურ სისტემაში ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის მიწოდების ბარიერების შესწავლა და რეკომენდაციების შემუშავება ამ მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

 

 

კვლევის შედეგი: 

  1. საერთაშორისო გაიდლაინებისა და რეკომენდაციების, და ასევე საქართველოში მოქმედი გაიდლაინების, შესაბამისი კანონმდებლობის და სხვა მარეგულირებელი დოკუმენტების შესწავლა.
  2. ოპიოიდებზე დამოკიდებული ყოფილი პატიმრების გამოცდილების შესწავლა
  3. პენიტენციურ სისტემაში ჩანაცვლებითი მკურნალობის მიწოდების ბარიერების დადგენის მიზნით, სამოქალაქო სექტორში და სასჯელაღსრულების ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე სპეციალისტების და სერვისის მიმწოდებელთა გამოცდილების და მოსაზრებების შესწავლა.
  4. საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში ოპიოიდური ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე მიმართული რეკომენდაციების შემუშავება და გავრცელება.

მეთოდოლოგია:

სამაგიდე მიმოხილვა და თვისებრივი კვლევა.

სამაგიდე მიმოხილვის ფარგლებში ჩატარდება საერთაშორისო გაიდლაინების, საქართველოში მოქმედი მარეგულირებელი დოკუმენტების შესწავლა;

თვისებრივი მიდგომის ფარგლებში, ჩატარდება ფოკუსირებული დისკუსიები და ინდივიდუალური ინტერვიუები: თბილისში, თელავში, ბათუმში, ზუგდიდსა და ქუთაისში. კერძოდ კი, ჩატარდება:

  • ფოკუსირებული დისკუსიები და ინდივიდუალური-ჩაღრმავებული ინტერვიუები: ნარკოტიკების მომხმარებლებთან, რომლებსაც აქვთ ციხეში ოჩთ დეტოქსიკაციის გამოცდილება
  • ინდივიდუალური-ჩაღრმავებული ინტერვიუები: ციხის ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანელები, ციხის მედპერსონალი, სამოქალაქო სექტორის ოჩთ მკურნალობის ხელმძღვანელები და ნარკოლოგები და ა.შ.

საკონტაქტო ინფორმაცია