ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

თათია კვარაცხელია და ირაკლი ჯიქია

თათია კვარაცხელია და ირაკლი ჯიქია სამოქალაქო ლიდერობის პროგრამის 2018 წლის მონაწილეები არიან ზუგდიდიდან. ძირითად პრობლემად რეგიონში დასაქმებას და ახალგაზრდების მიგრაციას ასახელებენ, რაც განსაკუთრებით სოფლებშია თვალშისაცემი „ჩემ სოფელში 5-10 ახალგაზრდას ძლივს შეკრებთ, უმეტესობა სამუშაოდაა წასული, აქედან ბევრი საზღვარგარეთ“ ამბობს თათია. სწორედ ამიტომ ირაკლი და თათია თვლიან, რომ ადგილებზე მეწარმეობის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რადგან ახალ პერსპექტივებს აჩენს ახალგაზრდებისთვისაც და მთლიანად რეგიონისთვისაც.

მათ მთავარ მისიას სწორედ ახალგაზრდების გაძლიერება წარმოადგენს და ამას ჯუნიორ ეჩივმენტის პროგრამის, მათ მიერ დაფუძნებული საერთაშორისო  ბიზნეს სკოლის საგანმანათლებლო აქტივობებითა და ზუგდიდის სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიური თანამშრომლობით ცდილობენ. „ჩვენი მოსახლეობა მეწარმეობას ვერ ხედავს მნიშვნელოვან თემად, კრეატიული მიდგომები და ხედვები იშვიათია“ ამბობს ირაკლი და ამატებს „ჩვენ ვცდილობთ სხვადასხვა კუთხით დავანახოთ მეწარმეობა ახალგაზრდებს, მეტი ადამიანი დავაინტერესოთ, დავეხმაროთ უფრო მარტივად და სხარტად გადადგან ნაბიჯები ამ მიმართულებით. თუ ამ პროცესში სოციალური საქმიანობის მნიშვნელობაც იქნება გათვალისწინებული გრძელვადიან პერსპექტივაში დიდ შედეგს მივიღებთ.“

თავდაპირველად სამოქალაქო ლიდერობის პროგრამაში მონაწილეობა ამ აქტივობებისთვის ფონდების მოძიების გასაუმჯობესებლად გადაწყვიტეს, თუმცა პრაქტიკაში პროგრამის ყველა მოდული გამოადგათ და მიღებულ ცოდნას ახლაც აქტიურად იყენებენ „ძალიან დაგვეხმარა ლიდერობისა და კომუნიკაციის მოდული, თავდაჯერებულობაც შეგვმატა, ამასთან მასალას, სავარჯიშოებს და ენერჯაიზერებსაც აქტიურად ვიყენებთ ჩვენს საქმიანობაში,“ ამბობენ ახალგაზრდები.

დღეს ირაკლი და თათია აქტიურად მუშაობენ ბავშვებთან და ახალგაზრდებთან, ასევე ახალკახათში სოფლად მცხოვრებ ქალებს უზიარებენ ცოდნას, უახლოეს მომავალში კი საქმიანობების გაფართოებას და საკუთარი ახალგაზრდული ცენტრის შექმნას გეგმავენ, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს, სოციალურ საწარმოსა და ჰოსტელს გააერთიანებს.

საკონტაქტო ინფორმაცია