
კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის “ინოვაციური სოციალური იდეები კოვიდ-19-ის საპასუხოდ” ფარგლებში დაფინანსდა 5 პროექტი.
კონკურსი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, რომლებიც გააუმჯობესებენ და/ან გააფართოვებენ წვდომას სოციალურ სერვისებზე და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე კოვიდ-19-ის კრიზისით დაზარალებული შემდეგი ჯგუფებისათვის:
– ხანდაზმულები
– მოწყვლადი ოჯახების ბავშვები
– უმუშევარი ახალგაზრდები
იხილეთ მეტი პროექტების შესახებ:
- პირველი ნაბიჯი საქართველო – კრიზისულ პერიოდში დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე 60 ბენეფიციარი ბავშვის ოჯახისთვის პლანშტების გადაცემა და მათი შესაბამისი გადამზადება.
- ფონდი ექსესი – “ჩართეს” 623 სოციალურად დაუცველი უფროსკლასელი ბენეფიციარის ციფრული კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა და ამ მიზნით მათი გადამზადება მედია და ფინანსური წიგნიერებისა და ონლაინ სწავლების საკითხებში.
- ორბელიანი საქართელო – მოწყვლადი ახალგაზრდა ქალების თვითდასაქმებისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 30 შერჩეული ბენეფიციარის გადამზადება, კარიერული კონსულტირება და მათ მიერ ინიცირებული სტარტ-აპების მხარდაჭერა, მათ შორის „ქრაუდფანდინგის პლატფორმის“ გამოყენებით საკუთარი ბიზნეს იდეებისთვის რესურსებისა და მხარდამჭრების მოზიდვა.პროექტი ასევე ხელს შეუწყობს სტარტ აპებისთვის ფონდების მოძიების ახალი პრაქტიკების განვითარებას
- კავკასიური სახლი – სიღნაღის მუნიცპალიტეტში, „კავკასიური სახლის“ ფილიალის ბაზაზე, სათემო საპარიკმახეროს, სამრეცხაოს და აბანოს მოწყობა, რომელიც მოემსახურება სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს და მარტოხელა მოხუცებს.
- ფონდი თაობა – ხანდაზმულთათვის საინფორმაციო-საკონსულტაციო ონლაინ პლატფორმის შექმნა და პოპულარიზაცია. ვებპორტალზე განთავსდება ხანდაზმულებისა და მზრუნველებისათვის სასარგებლო ინფორმაცია და რიგი საინტერესო საკითხები.