ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

პირველი ნაბიჯი საქართველო

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის “ინოვაციური სოციალური იდეები კოვიდ-19-ის საპასუხოდ” ფარგლებში დაფინანსებული ერთ-ერთი პროექტი უკვე დასრულდა.

კონკურსი მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინოვაციური იდეების მხარდაჭერას, რომლებიც გააუმჯობესებენ და/ან გააფართოვებენ წვდომას სოციალურ სერვისებზე და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე კოვიდ-19-ის კრიზისით დაზარალებული ჯგუფებისათვის.

პროექტი: „მძიმე და ღრმა გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ოჯახების დამოუკიდებლობისა და პროგრამების დისტანციურად მუშაობის ხარისხის გაზრდა კრიზისულ პერიოდში“

პირველი ნაბიჯი საქართველოს მიერ განხორციელებული პროექტის მიზანს წარმოადგენდა პირველი ნაბიჯის სერვისების უწყვეტობისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფა კოვიდ პანდემიის გამოწვეული კრიზისის პირობებში. ამ მიზნით, პროექტის კონკრეტული ამოცანა იყო  პირველი ნაბიჯის მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამების ბენეფიციართა ოჯახების საჭიროებების შესწავლა დისტანციურ სერვისებზე წვდომისთვის და მათი ტექნიკურ-მატერიალური რესურსებითა და შესაბამისი უნარ-ჩვევებით უზრუნველყოფა.

პროექტის განხორციელების შედეგად დისტანციურ სერვისებზე წვდომის და ჩართულობის გაზრდის მიზნით 60 ბენეფიციარს გადაეცა პირადი პლანშეტი და უზრუნველყოფილი იყო ინტერნეტზე უწყვეტი წვდომით. ბენეფიციარების გარდა ტექნიკურად აღიჭურვა დღის ცენტრისა და ბინაზე მოვლის პროგრამის სპეციალისტებიც. ტექნიკურმა მხარდაჭერამ საშუალება მისცა ორგანიზაციას დაენერგა მომსახურების ჰიბრიდული მეთოდი, ბენეფიციარების ჩართულობისა და მათთან კომუნიკაციის შენარჩუნებისთვის.

ამასთანავე პროგრამის გუნდის მიერ ბენეფიციარებისთვის შეფასდა პოსტ-პანდემიური საჭიროებები, შედგა ინდივიდუალური მომსახურების გეგმა,  გადაეცათ ბუკლეტები შშმ ბავშვის ფიზიკური ასისტირების შესახებ, მომზადდა ვიდეორგოლი საყოფაცხოვრებო ნივთების გამოყენებით უსაფრთხო ტრანსფერების განხორციელებაზე და ტრენინგ ვიდეო კოვიდის მართვასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, მულტიდისციპლინური გუნდმა ბავშვების ოჯახის წევრებს ჩაუტარა  ტრენინგები  ფიზიკურ ასისტირებასა და კომპიუტერულ პროგრამებზე (Google Meet).

აღსანიშნავია, რომ პროექტის დაწყების შემდგომ მნიშვნელოვნად გაიზარდა მშობლების და ბენეფიციარების ჩართულობის მაჩვენებელი. პროექტის დაწყებამდე, ჩართულობის მაჩვენებელი იყო 65%, პროექტის დაწყების შემდგომ კი ჩართულობა გაიზარდა 96,7%-მდე. ასევე, გაიზარდა მშობლების ინიციატივა და მონაწილეობა სხვა პროგრამებშიც. რამდენიმე მშობელმა დამოუკიდებლად გამოთქვა სურვილი და ჩაერთო პირველი ნაბიჯის აუტიზმისა და ადრეული ინტერვენციის პროგრამების სპეციალისტების ონლაინ ტრენინგში.

მნშვნელოვანია, რომ პროექტის მიმდინარეობის პერიოდში პირველ ნაბიჯ საქართველოს დაუკავშირდა სხვადასხვა არასამთავრობო და სერვის პროვაიდერები, რომლებთან კონსულტაციის შემდეგაც მათ გაიზიარეს პირველი ნაბიჯი საქართველოს გამოცდილება და დანერგეს შემუშავებული მოდელი საკუთარ ორგანიზაციებში.

პროექტი განხორციელებულია პირველი ნაბიჯი საქართველოს გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the World-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში.

 

საკონტაქტო ინფორმაცია