ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

საზოგადოებრივი ორგანიზაციები საჯარო ანგარიშვალდებულებისთვის

კომპონენტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და  გამჭვირვალობის გაძლიერებას. საჯარო ანგარიშვალდებულების თემაზე საწყის ეტაპზე განხორციელდა ვებინარების სერია სამოქალაქო საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის. საკითხის წარმოჩენისთვის გამოყენებულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის (www.lsgindex.org) სტანდარტები. ვებინარზე მიღებული ცოდნის გამოყენებით მონაწილეებმა მოახდინეს ამ სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიკაცია და შეიმუშავეს საპროექტო განაცხადები საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის. შეირჩა და დაფინანსდა თითო პარტნიორი ქვეყნის ათივე რეგიონში.

ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით პარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთი მხრივ გაუწიეს ტექნიკური დახმარება მერიების და საკრებულოების შესაბამის სამსახურებს ანგარიშვალდებულება – გამჭვირვალობის სისტემის გაუმჯობესებაში (სწავლება, კონსულტაცია, მხარდაჭერა შესაბამისი ნორმატიული აქტების შექმნაში, ვებგვერდის განვითარება და სხვა), მეორე მხრივ იმუშავეს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხებზე (ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები და სხვა).

პროექტში ჩართული ორგანიზაციები

გურიის სამოქალაქო ცენტრი

გურია

მუნიციპალიტეტები: ოზურგეთი, ჩოხატაური

სამოქალაქო ინიციატივა

კახეთი

მუნიციპალიტეტი: სიღნაღი

კომლი

შიდა ქართლი

მუნიციპალიტეტი: კასპი

სამეგრელოს ხმა

სამეგრელო-ზემო სვანეთი

მუნიციპალიტეტი: მესტია, მარტვილი

რაჭა-რელჩუხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის გავითარების ასოციაცია

რაჭა-ლეჩხუმი

მუნიციპალიტეტები: ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი

ყაზბეგის განვითარების ფონდი

მცხეთა-მთიანეთი

მუნიციპალიტეტი: ყაზბეგი

ქვემო ქართლის მედია

ქვემო ქართლი

მუნიციპალიტეტი: ბოლნისი

ახალქალაქის ზრდასრულთა განათლების ცენტრი

სამცხე-ჯავახეთი

მუნიციპალიტეტი: ნინოწმინდა, ახალქალაქი

საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია - იმერეთი

იმერეთი

მუნიციპალიტეტები: ჭიათურის ტყიბული, წყალტუბო, ბაღდათი, ვანი, ზესტაფონი, თერჯოლი, სამტრედია, საჩხერე, ხარაგაული, ხონი;

ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

აჭარა

მუნიციპალიტეტები: ქობულეთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი, ხულო

პროექტმა მოიცვა ქვეყნის 31 მუნიციპალიტეტი

საკონტაქტო ინფორმაცია