ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

პროექტი: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“  (ARSD) დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მიმდინარეობდა 2017 წლის 01 ოქტომბრიდან  2019 წლის 01 ოქტომბრამდე.  პროექტი განხორციელდება  კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან: ფიფლ ინ ნიდ (PIN) და დემოკრატიის ინსტიტუტთან (IOD)  თანამშრომლობით.

პროექტის მიზანი გახლდათ, რეგიონების მდგრადი და ინკლუზიური განვითარების მიზნით, ხელი შეეწყო ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების პოლიტიკის  დაგეგმვასა და განხორციელებაში;

პროექტის ფარგლებში შემუშავდა 6 გამოყენებითი კვლევის დოკუმენტი  რეგიონული განვითარების შესახებ. დოკუმენტებში იდენტიფიცირებულია ფუნქციური რეგიონები და გამოვლენილია  კონკურეტული უპირატესობების მქონე ეკონომიკური დარგები.

მომზადდა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა სამუშაო მექანიზმების შეფასებითი ანგარიში; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016-2021 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმის (პროექტი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის განვითარების სტრატეგიის (2016-2020) შესაბამისობის ანალიზი და რეგიონულ პოლიტიკაში სამოქალაქო აქტორების ჩართულობის შესახებ სხვადასხვა კვლევები.

შემუშავდა კომუნიკაციის სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფებისთვის.

შეიქმნა საქართველოში პირველი  პროფესიული კურსი საჯარო მოხელეებისთვის რეგიონული განვითარების პოლიტიკის შესახებ და პირველი ონლაინ კურსი რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე;

ტრენინგებისა და ვორკშოფების მეშვეობით გადამზადდნენ სახელმწიფო და ადგილობრივი საჯარო მოხელეები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და სხვა დაინტერესებული ადამიანები.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საინფორმაციო ბროშურა. 

 

საკონტაქტო ინფორმაცია