ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

პროექტი ინიცირებულია USAID-ის პროექტი ზრდას მიერ. პროექტი ითვალისწინებს რეგიონული ტურისტული გიდის მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსის შემუშავებას და დანერგვას სამეგრელოს, კახეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე. პროექტის ფარგლებში განხორციელდება საჭიროებათა კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებით სფეროს ექსპერტების ჩართულობით მოხდება კურსის შემუშავება და შემდგომში მისი რეგიონულ კოლეჯებში დანერგვის ხელშეწყობა. ასევე დაგეგმილია 4 რეგიონში საპილოტე კურსის ჩატარება 80 – მდე მსურველისათვის. კურსის შემუშავებაში ჩაერთვება საერთაშორისო ექსპერტიც.

ტურიზმს,  როგორც  საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთ ყველაზე მზარდ დარგს, უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება. ტურიზმის განვითარებისთვის  მნიშვნელოვანია საქართველოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის  ეფექტურად გამოყენება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აღნიშნული ინდუსტრია წარმატებით ვითარდება, შესაძლებელია ტურისტული პროდუქტის განვითარებისათვის არსებული პოტენციალის კიდევ უფრო უკეთ ათვისება და რეგიონებში არსებული უნიკალური  ადგილობრივი რესურსების მეტად იდენტიფიცირება და ეფექტიანად გამოყენება.

ამგვარად, რეგიონული ტურისტული გიდის მომზადების პროგრამის მიზანია რეგიონის ტურისტული პოტენციალის გამოვლენისა და ზრდის ხელშეწყობა ცვლილებაზე და ინოვაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი ტურისტული გიდის მომზადებით. კურსი მიმართული იქნება ხელი შეუწყოს ადგილებზე იმ უნარების გაუმჯობესებას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური რეგიონალური თავისებურებებით გაჯერებული  მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნას.

საკონტაქტო ინფორმაცია