ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: English

BP-ის მილსადენების გასწვრივ მცხოვრები, ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობის პროექტი ახალ ფაზაში შევიდა

“ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ 12 წლიანი წარმატების შემდეგ ახალ მე-5 ფაზაში შევიდა. პროგრამა ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის(SCP) კომპანიებში.

პროექტის მე-5 ფაზის მიზანია გაამყაროს წინა 4 ფაზის განმავლობაში მიღწეული შედეგები და განაგრძოს BTC და SCP მილსდენების აღმოსავლეთ და დასავლეთი ნაწილის სამიზნე სოფლებში მცხოვრე ადგილობრივი მოსახლეობის ხელშეწყობა.

პროექტის მე-5 ფაზის განმახორციელებელი პარტნიორები არიან: მილსადენების აღმოსავლეთ ნაწილში, ქვემო ქართლში – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC)  და დასავლეთ ნაწილში, სამცხე-ჯავახეთში – რეგიონალური განვითარების ასოციაცია (RDA).

2015 წლის ივნისიდან, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) პროექტის მე-5 ფაზაში მილსადენების აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების 62 თემის და ქალაქ რუსთავის მე-18და მე-19 მიკრო რაიონების განვითარების  ხელშეწყობა წარმატებით დაიწყო.

პროექტის ფარგლებში იგეგმება:

•             სათემო კავშირების ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა;

•             24 სასოფლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება;

•             120 მცირე მეწარმის ხელშეწყობა ახალი ბიზნესის დასაწყებად;

•                    32 სადემონსტრაციო ფერმის შექმნა და ახალი ტექნოლოგიების გაზიარება სოფლის სხვა ფერმერებისთვის;

•             3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის ხელშეწყობა;

•             რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრორაიონებში მცხოვრები 60 ახალგაზრდის უნარ-ჩვევების განვითარება.

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ

საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის (CDI) განხორციელება დაიწყო 2003 წლიდან BTC/SCP მილსადენების გასწვრივ მიმდებარე ქვემო ქართლისა და სამცხე ჯავახეთის სოფლებში.  2013 წლის ივნისიდან სამხრეთ კავკასიის გაზსადენის სისტემის გაფართოების(SCPX) პროექტის ფარგლებში, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ განხორციელება დაიწყო წალკის, გარდაბნის,  ახალციხის და ადიგენის 18 ახალ თემში. CTC, „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ პროგრამაში ჩართულია 2010 წლის მაისიდან და დღემდე წარმატებით ახორციელებს დაგეგმილ საქმიანობებს.

საკონტაქტო ინფორმაცია