ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქტოლოგიის ინსტიტუტის და დამოკიდებულების კვლევითი ცენტრის ალტერნატივა ჯორჯიას კვლევითი გუნდის მიერ ჩატარებული კვლევა „ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში“, რომელიც დაფინანსდა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში, 2019 წელს. კვლევის – “ოპიოიდებით ჩანაცვლებითი მკურნალობის ხელმისაწვდომობა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში” მიზანია შეისწავლოს ბარიერები, რომელიც არსებობს პენიტენციურ სისტემაში...
საქართველოს ზრუნვის პლატფორმასთან თანამშრომლობით 2016 წელს CTC – იმ მოამზადა კვლევა თვითმმართველობების მიერ ჯანდაცვისა და სოციალური სფეროში ჩართულობის შესახებ. „კვლევის მიზანია შეისწავლოს ჯანმრთელობის დაცვისა და ზრუნვის სფეროებში ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების პოლიტიკის, სერვისების მიწოდებისა და დაფინანსების მექანიზმების არსებული პრაქტიკა, წარმოაჩინოს შესაძლო ხარვეზები და მოცემული სერვისების განვითარების შემაფერხებელი გარემოებები, ადვოკატირება გაუწიოს სუბსიდიარობის პრინციპის განვითარებას და წარმოადგინოს პრობლემების...
საქართველოს ზრუნვის პლატფორმისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) თანამშრომლობით მომზადებული ზრუნვის სისტემის შეფასების პირველი ანგარიში 2017 წლის მდგომარეობით. კვლევა ჩატარებულია „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის” (HC&HRRC) თანადგომით. ერთიანი, კოორდინირებული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის დანახვის მიზნით პლატფორმა მიზანშეწონილად მიიჩნევს ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშის პერიოდულ წარმოებას, რაც წარმოგვიდგენს სრულყოფილ სურათს თუ რამდენად პასუხობს სისტემა ბენეფიციარების...
წინამდებარე დოკუმენტი, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული, კოორდინირებული და ეფექტიანი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტებს სთავაზობს გზამკვლევს, რომელიც წარმოადგენს ინსტრუქციების ერთობლიობას, რაც დაეხმარება მუნიციპალიტეტებს უკეთესად დაგეგმონ და განახორციელონ ჯანმრთელობისა და ზრუნვის მუნიციპალური პროგრამები. გზამკვლევი გულისხმობს მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების თანამონაწილეობით მიდგომას, რომელიც ითხოვს, როგორც მუნიციპალიტეტის ფინანსური და დარგობრივი სამსახურების თანამშრომლობას, ასევე საქართველოს...
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული შშმ პირთა საკითხების კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა „ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვა ხანდაზმულებისთვის საქართველოში – არსებული სერვისები და ძირითადი საჭიროებები“, რომელიც დაფინანსდა „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, პროგრამის „ჯანმრთელობის, ზრუნვის და სოციალური უფლებებისთვის“ ფარგლებში, 2019 წელს. კვლევის განხორციელებაში მონაწილეობდნენ პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი და შეზღუდული შესაძლებლობის...
დოკუმენტი მომზადებულია „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ მიერ, პროექტის ფარგლებში, რომლის სახელწოდებაა „ბიოსამედიცინო მიდგომიდან ბიოფსიქოსოციალური მიდგომისკენ“. აღნიშნული პროექტი არის ნაწილი პროგრამისა „უკეთესი ზრუნვისთვის საქართველოში“; დაფინანსებულია „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მიერ, Bread for the World-ის მხარდაჭერით. იხილეთ ვრცლად >>
კვლევითი პროექტი: „ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარგარეშე სერვისების ეფექტურობის კვლევა“ კვლევის მიზანია სათემო ამბულატორიული მომსახურების (საფს) და თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების ეფექტურობის შეფასება და მიღებული შედეგების საფუძველზე სერვისების განვითარების სამომავლო სტრატეგიის განსაზღვრა. კვლევა ჩატარებულია პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის და „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“ კვლევითი გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for the...
კვლევითი პროექტი: „ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომი ფსიქოემოციური მდგომარეობისა და სტიგმატიზაცია-სოციალიზაციის ასპექტების შეფასება“ პროექტის მიზანია საქართველოში ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში ქალთა წინაშე მდგარი ფიზიკური და ფსიქო-სოციალური მდგომარეობის შეფასება და ზრუნვის ხარისხიანი სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა. კვლევა ჩატარებულია საქართველოს უნივერსიტეტის და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ კვლევითი გუნდის მიერ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით Bread for...
დოკუმენტი მომზადებულია „საქართველოს ზრუნვის პლატფორმის“ მიერ, პროექტის „ინტეგრირებული ზრუნვის” ფარგლებში. “საქართველოს ზრუნვის პლატფორმა“ არის ჯანდაცვის სექტორში მოქმედი 40-ზე მეტი ორგანიზაციის მიერ შექმნილი სამი კოალიციის გაერთიანება, რომლის მისიაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ინტეგრირებული ზრუნვის განვითარების ხელშეწყობა. 2020 წელს “საქართველოს ზრუნვის პლატფორმამ” შეიმუშავა ბიოფსიქოსოციალური მიდგომის სახელმძღვანელო და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან ერთად, დანერგა დისტანციური სასწავლო პროგრამა. წინამდებარე ნაშრომი...