ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

CDI6 პროექტის მიღწევების მიმოხილვა

„ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ პროექტის მეექვსე ეტაპი დასრულდა. “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა”  ინიცირებული და დაფინანსებულია bp-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა (BTC) და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის (SCP) კომპანიებში. საქართველოში პროექტის განხორციელება 2003 წლიდან დაიწყო, ხოლო კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მას 2012 წლიდან, მე-4 ფაზიდან ახორციელებს ქვემო ქართლის რეგიონის სამიზნე სოფლებში.

BTC/SCP მილსადენის გასწვრივ არსებულ თემებს შორის პოზიტიური ურთიერთობების შესანარჩუნებლად, სოციალური და ეკონომიკური განვითარებისა და მდგრადობის ხელშესაწყობად პროექტმა არა ერთი საქმიანობა განახორციელა და დაგეგმილ შედეგებსაც მიაღწია.

პროექტის მიერ მიღწეულ შედეგებს შორის აღსანიშნავია შემდეგი: სათემო კავშირის (CBO) 11 წევრი ასრულებს მენტორის როლს სასოფლო-სამეურნეო საკითხებში. ხშირ შემთხვევაში, თემის წევრები მიმართავენ მათ სასოფლო-სამეურნეო პრობლემების არსებობის შემთხვევაში და ღირებული კონსულტაციების მიღებით მათი გადაწყვეტა ხდება ადგილობრივ დონეზე;

განხორციელდა 17 ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელმაც სარგებელი 6147 ოჯახს მოუტანა; ძირითადად სარეაბილიტაციო პროექტები განხორციელდა სკოლებში, რაც ხელს უწყობს სუფთა, უსაფრთხო გარემოს შექმნას და ამაღლებს სწავლის მოტივაციას.

სამიზნე თემებში დაფინანსდა 82 მცირე მეწარმე; ჩატარებულია 417 კონსულტაცია და 43 თემატური ტრენინგი ბიზნესის მართვის საკითხებში;  ბიზნესების შექმნამ ხელი შეუწყო სოფლად ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას. დაფინანსებული ბიზნესებიდან შეიქმნა 25 სრულიად ახალი სერვისი/პროდუქტი ადგილზე. ბიზნესების დაფინანსებამ ხელი შეუწყო დასაქმებას და ოჯახებისთვის დამატებითი შემოსავალის წყაროდ იქცა. ბიზნეს საწარმოების სულ მცირე 38%-ს ქალები ხელმძღვანელობენ; დამწყები და გაფართოებული ბიზნეს საწარმოების 37% მართავენ 35 წლამდე ახალგაზრდები;

რუსთავის სამიზნე საჯარო სკოლების 98 ბიჭმა და გოგონამ გაიარა ტრენინგი კრიტიკული აზროვნების, პირველადი დახმარებისა და კატასტროფებისთვის მზადყოფნის; გარემოს და კლიმატის ცვლილების საკითხებში. ახალი თემების, რომლებიც მეტწილად არ ისწავლება ზოგად საგანანმანათლებლო სისტემაში, შემოტანის გზით, ახალგაზრდების მიეცათ ცოდნა-გამოცდილების გაღრმავების საშუალება.

საკონტაქტო ინფორმაცია