ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

CTC-ის მიერ ინიცირებულ იქნა სოციალური ლაბორატორია სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის

“სოციალური ლაბორატორია” ეს არის კომპლექსურ პრობლემებთან გამკლავების თანამონაწილეობაზე დაფუძნებული მეთოდი. სოციალურ ლაბორატორიაში თავს იყრიან სხვადასხვა დაინტერესებული პირები – ისინი, ვისაც სურს ურთიერთთანამშრომლობით შექმნას და განიხილოს პრობლემის გადაჭრის მექანიზმები.

CTC-ის მიერ ინიცირებული სოციალური ლაბორატორია „სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობისთვის“ აუცილებლობა გამოწვეულია ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინოვაციების მხარდამჭერი გარემოს ნაკლოვანებებით. პრობლემას წარმოადგენს, რომ დღეს საქართველოში ახალგაზრდებს არ აქვთ სათანადო ცოდნა, უნარები, და წვდომა დაფინანსებასა და მხარდაჭერაზე, რათა წარმატებით მოსინჯონ საკუთარი ძალები სოციალური ინოვაციებისა და სოციალური მეწარმეობის კუთხით. სოციალური ლაბორატორიის მუშაობა CTC-ის მიერ შემუშავებული თანაშექმნის პროტოკოლით წარიმართება, აღნიშნული პროტოკოლი არსებულ საერთაშორისო გამოცდილებას ეფუძნება.

სოციალური ლაბორატორიის ამოცანას წარმოადგენს ქართველ ახალგაზრდებს შორის სოციალური ინოვაციის და მეწარმეობის სტიმულირებისა და ხელშემწყობი გარემოს შექმნისთვის რეალისტური და ქმედითი სტრატეგიების/მექანიზმების  გამოვლენა (რესურსებზე ხელმისაწვდომობის თუ სწავლების კუთხით პროტოტიპების შემუშავება). სოციალური ლაბორატორია აერთიანებს 15 პირს, რომელთა პროფესიული საქმიანობა უკავშირდება აღნიშნულ თემატიკას და რომელთაც სურთ ხელი შეუწყონ სფეროს განვითარებას. სოციალური ლაბორატორია აქტიურად იმუშავებს მაისი-ივნისის პერიოდში.

სოციალური ლაბორატორია ინიცირებულია USAID – ის ACCESS პროექტის ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია