ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

კარგი მმართველობა და ძლიერი თვითმმართველობა

საზოგადოებრივი პროცესების წარმატებული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო ადმინისტრირების სფეროში კარგი მმართველობის პრაქტიკის დანერგვას. წლების განმავლობაში CTC მუშაობს საჯარო სექტორთან და სთავაზობს ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების სხვადასხვა სერვისებს, ასევე ახორციელებს საკუთარ პროექტებს და ჩართულია ამ სფეროში მიმდინარე მსხვილ პროგრამებში.

ამ პროგრამის მიზნორბივი ჯგუფები არიან საჯარო მოხელეები და დაწესებულებები. CTC -ის შემუშავებული აქვს დაგეგმვასთან, მართვასთან და პოლიტიკის ფორმირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო მოდული.

ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას, რადგანაც მიაჩნია, რომ სწორედ ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მოქალაქეთა კეთილდღეობას. გარდა სპეციალური სასწავლო მოდულებისა, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერების კუთხით, ცენტრი პარტნიორებთან ერთად ჩართულია და ახორციელებს კვლევებს, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობის და დეცენტრალიზაციის რეფორმების ადვოკატირების, ასევე რეგიონალური განვითარების პოლიტიკისა და რეგიონების თანაბარი განვითარების პოლიტიკის საკითხებში. შეიმუშავებს და დანერგავს მუნიციპალური განვითარების სხვადასხვა ინსტრუმენტს და სასწავლო კომპონენტს.

საქმიანობის ფორმები და სერვისები

  • საჯარო მოხელეებისათვის პროფესიული განვითარების პროგრამები პიროვნულ და პროფესიულ კომპეტენციებზე და მენეჯერულ უნარებზე. პრიორიტეტული თემებია: პოლიტიკის ანალიზი და ფორმირება, საბიუჯეტო პროგრამის შედგენა, პროექტული მართვა, ლიდერობის უნარები, ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარები
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის წარმოება IDFI-ისთან და ღია საზოგადოების ფონდთან თანამშრომლობით (lsgindex.org). ინდექსის საშუალებით ხდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ანგარიშვადებულებისა და გამჭირვალობის შეფასება. აღნიშნული ინსტრუმენტი ეხმარება მუნიციპალიტეტებს თვითშეფასებასა და გაუმჯობესებაზე ორიენტირებული საქმიანობის განსაზღვრაში.
  • მუნიციპალიტეტების მომსახურების ხარისხის თვითშეფასებისა თუ შეფასების ინსტრუმენტების დანერგვა
  • რეგიონალური განვითარების საკითხებზე კვლევების ჩატარება და შესაბამისი პოლიტიკის წარმოების ხელშეწყობა

საკონტაქტო ინფორმაცია