ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

პროექტის ”ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” შედეგების მიმოხილვა

სადემონსტრაციო ფერმები

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა, სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა. უკეთესი პროდუქციის საწარმოებლად საჭიროა უნარ-ჩვევებისა და ცოდნის განვითარება ფერმერებისათვის, რასაც პროექტი სადემონსტრაციო ნაკვეთებში ახალი და/ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის დანერგვით ცდილობს.

პროექტის ფარგლებში, 2012 წლის მაისიდან დღემდე, ჩამოყალიბებულია 61 სადემონსტრაციო ფერმა. პროდუქტიულობისა და შემოსავლის გაზრდის მიზნით, პროექტი ინტენსიურად უწევს დახმარებას  ფერმერებს ტრენინგის, ინდივიდუალური კონსულტაციებისა თუ რეკომენდაციების გაცემის სახით. სულ ჩატარდა 308 ჯგუფური ტრენინგი და გაწეულ იქნა 2665 ინდივიდუალური კონსულტაცია სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხებზე. გარდა ჩატარებული ტრენინგებისა, ფერმერებს მიეცათ შესაძლებლობა მოენახულებინათ ერთმანეთის ნაკვეთები და გაცნობოდნენ აპრობირებულ და ეფექტურ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს მემცენარეობისა და მეცხოველეობის დარგში. დღეისათვის უკვე ჩატარებულ იქნა 62 ვიზიტი.

მოსავლის აღების სეზონის დასასრულს პროექტის ფარგლებში ჩატარდა სადემონსტრაციო ფერმებზე განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შედეგებისა და ახალი ტექნოლოგიების გავრცელების  ანალიზი. შეფასების შედეგად, 61 დემონსტრატორმა ფერმერმა პროექტის ფარგლებში შეძლო  მოსავლიანობის გაზრდა, საშუალოდ 25%-ით. 200 ფერმერმა სრულად დანერგა პროექტის მიერ შეთავაზებული ესა თუ ის ტექნოლოგია, მათ შორის, მაგალითად – მცენარეთა დაცვის საშუალებებისა და ვეტერინარული პრეპარატების სწორი გამოყენების თანამედროვე ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები უკვე 2141-მა ფერმერმა გამოიყენა თავისი საქმიანობის ფარგლებში.

მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა

„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი”, პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ აქტიურად უწყობს ხელს მცირე ბიზნესის განვითარებას პროექტის სამოქმედო არეალში მდებარე სოფლებში.

დღემდე, მცირე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, სულ გამოცხადებულია 3 საგრანტო კონკურსი დამწყები მეწარმეებისათვის. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კონკურსის მონაწილეებს ჩაუტარდათ ბიზნეს ადმინისტრირების ტრენინგი, რის შედეგადაც შეადგინეს ბიზნეს პროექტები და წარუდგინეს შესარჩევ კომისიას განხილვისა და შეფასებისათვის. შედეგად, სულ დაფინანსებულია 95 დამწყები ბიზნესი.

აღსანიშნავია, რომ მცირე მეწარმე სუბიექტების ჩამოყალიბებამ შესამჩნევად შეუწყო ხელი სამუშაო ადგილების შექმნას და მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა სამიზნე სოფლების მოსახლეობას.95 განხორციელებული პროექტის შედეგად უკვე შექმნილია 103 სამუშაო ადგილი   და დღეისათვის უკვე 26,349 ადამიანი სარგებლობს მცირე საწარმოების მიერ გაწეული სხვადასახვა სახის მომსახურებით.

 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება

2013 წლის 12 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო „საქართველოს კანონი სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ“. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი არეგულირებს სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების დაფუძნების, რეგისტრაციის, საქმიანობის მონიტორინგისა და ფუნქციონირების წესებს.

ახალი საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდასაჭერად BP-მ პროექტის, “ადგილობრივი მოსახლების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში მოახდინა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების პილოტირება.

ახალი ინიციატივის ძირითადი მიზანია შეიქმნას არა უმეტეს 3 კოოპერატივისა სამიზნე სოფლებში.

2014 წლის თებერვალში პროექტის, “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა” ფარგლებში სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების დასაფინანსებლად საგრანტო კონკურსი გამოცხადდა პროექტის სამიზნე სოფლებში, რამაც  მოსახლეობაში დიდი ინტერესი გამოიწვია. სულ შემოვიდა 49 განაცხადი, რომელთა განხილვისა და შეფასების შემდეგ შერჩეულ აპლიკანტებს ჩაუტარდათ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ ინფორმაციული ხასიათის სემინარი და ბიზნეს ადმინისტრირების ტრენინგი. ტრენინგებისა და სემინარებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მონაწილეებმა შეიმუშავეს სრულყოფილი ბიზნეს გეგმები, რომელთა განხილვისა და შეფასების შემდგომ დაფინანსდა 3 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი.

 

სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტი

BP-სა და მისი პარტნიორების მიერ სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) ფარგლებში.  2013 წლის ივნისში “ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის აღმოსავლეთის რეგიონებში არსებულ სამიზნე სოფლებს ახალი 12 სოფელი დაემატა.

ახალი სოფლებისთვის ცალკე პროექტი დაიწყო, რომლის განმახორციელებლად კვლავ „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ იქნა მიჩნეული.

პროექტის მიზანი იგივეა, რაც „ადგილობრივი თემების განვითარების ინიციატივის“ მიზანს წარმოადგენს, კერძოდ ჰარმონიული და უსაფრთხო გარემოს შექმნა სამხრეთ კავკასიის მილსადენის გავლენის ქვეშ მოქცეული თემების მდგრადი სოციო-ეკონომიკური განვითარებისათვის   და  ასევე BP-საქართველოს საზოგადოებრივ იმიჯის განმტკიცება.

პროექტის ახალი სამიზნე არეალი წარმოადგენს 5 სოფელს წალკისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში, რომლებიც მოექცა გაზის წნევის მარეგულირებელი სადგურიდან 5 კმ-იან რადიუსში, აგრეთვე, კომპანიის მიერ განხორციელებული მიმდინარე სამუშაოებისას დროებით გავლენის ქვეშ მოქცეული 7 სოფელი (ვახტანგისი, ბერთა, აიაზმა, ნარდევანი, ბურნაშეთი, დარაკოვი, საყდრიონი, განთიადი, კუში, ფოლადაანტკარი, გამარჯვება, ყარაჯალარი).

მიზნის მისაღწევად პროექტი განახორციელებს სოციალურ და ეკონომიკურ ამოცანებს, თემისა და სათემო ორგანიზაციების უნარ-ჩვევების ამაღლებისა და თემში ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის გზით.

დღეისათვის უკვე ჩამოყალიბებულია 12 სათემო ორგანიზაცია, განხორციელდა სოფლის მიერ პრიორიტეტად მიჩნეული 12 მცირე სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, პარალელურად მიმდინარეობს 4 ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი.  აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ჩამოყალიბებულია 4 სერვისის მომწოდებელი ჯგუფი,  შექმნილია 6 სადემონსტრაციო ნაკვეთი და დაფინანსებულია 15 დამწყები მეწარმე.

ზემოთაღნიშნული უკვე მიღებული და სამომავლო შედეგები, დადებითად ისახება სამიზნე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე და ხელს უწყობს ჰარმონიული და უსაფრთხო გარემოს შექმნას აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში.

საკონტაქტო ინფორმაცია