ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

This post is also available in: Georgian

ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის აქტივობების მიმოხილვა

2018 წლის სექტემბერს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა (CTC) წარმატებით დაიწყო „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივის“ მეექვსე ეტაპი, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიებში.

მოცემული დროისთვის პროექტი ხორციელდება მილსადენების აღმოსავლეთი ნაწილის გასწვრივ არსებულ გარდაბნის, მარნეულის და თეთრიწყაროს 38 სამიზნე თემში და ქალაქ რუსთავის მე-18 და მე-19 მიკრორაიონებში.

პროექტი სოციალური და ეკონომიკური მიზნები მიიღწევა ისეთი კომპონენტების მეშვეობით, როგორიცაა სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, თემების დახმარება ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების განხორციელებაში, მცირე ბიზნესების განვითარების ხელშეწყობა და რუსთავის N10 და N28 საჯარო სკოლების ახალგაზრდული კლუბების უნარ-ჩვევების განვითარება.

ამ ეტაპზე, პროექტმა დაიწყო შესაძლებლობების განვითარების ტრენინგები სათემო ორგანიზაციებისა და თემის იმ აქტიური წევრებისთვის, რომლთაც პროექტის საქმიანობაში ჩართვის სურვილი გამოთქვეს. მათ ჩაუტარდათ პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი პრობლემების ანალიზისა და შედეგზე ორიენტირებული ინდიკატორების განვითარების მეთოდებისა და ინსტრუმენტების უკეთ გაცნობისთვის.

ასევე, პროექტმა შეარჩია სათემო ორგანიზაციების 10 აქტიური წევრი სასოფლო-სამეურნეო კონსულტანტებად. პროექტი გააგრძელებს მუშაობას აღნიშნულ ჯგუფთან მათი, როგორც სასოფლო-სამეურნეო  კულტურების წარმოებისა და მეცხოველეობის კონსულტანტების, შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის საგრანტო კონკურსის შედეგად პროექტმა გამოავლინა 6 გამარჯვებული თემი. პროექტი ორიენტირებულია თემებში სოციო-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაზე. უფრო მეტი ყურადღება ექცევა სკოლის შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციას, რაც ამავე დროს ბავშვებისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო პირობების საწინდარია.

მცირე ბიზნესის განვითარების კომპონენტის ფარგლებში პროექტმა შეარჩია და ხელშეკრულება გააფორმა 14 დამწყებ  და 8 ბიზნეს გაფართოების მსურველ მეწარმესთან. ბიზნესის დაფუძნება და განვითარება ხელს უწყობს შინამეურნეობების მდგრადი ეკონომიკური ღირებულებისა და დასაქმების ახალი შესაძლებლობების, ახალი პროდუქციისა თუ სერვისების ხელმისაწვდომობის შექმნას რაც აძლიერებს სათემო ურთიერთობებს. პროექტი ხელს შეუწყობს ჩამოყალიბებულ და მოქმედ ბიზნესებს აიმაღლონ შესაძლებლობები ტრენინგების გზით, რომლებიც დაეფუძნება არსებული მეწარმეების საჭიროებებსა და სპეციფიკას.

რუსთავის N10 და N28 საჯარო სკოლებში შეიქმნა ორი ახალგაზრდული კლუბი, რომელიც აერთიანებს 33 წევრს. გასული წლის ბოლოსთვის ახალგაზრდული კლუბების წევრებმა უკვე მიიღეს მონაწილეობა „კრიტიკული აზროვნების“ ტრენინგში, რომელიც მოიცავდა პირადი  შესაძლებლობებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერებას მომავალი განათლებისა და პროფესიული განვითარებისათვის. სესიების დროს განხილული იქნა განათლებისა და კეთილდღეობის მნიშვნელობა და ურთიერთკავშირი.

საკონტაქტო ინფორმაცია