ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიში

საქართველოს ზრუნვის პლატფორმისა და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) თანამშრომლობით მომზადებული ზრუნვის სისტემის შეფასების პირველი ანგარიში 2017 წლის მდგომარეობით. კვლევა ჩატარებულია  „ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის” (HC&HRRC) თანადგომით.

ერთიანი, კოორდინირებული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობის დანახვის მიზნით პლატფორმა მიზანშეწონილად მიიჩნევს ზრუნვის სისტემის შეფასების ანგარიშის პერიოდულ წარმოებას, რაც წარმოგვიდგენს სრულყოფილ სურათს თუ რამდენად პასუხობს სისტემა ბენეფიციარების საჭიროებებს, უზრუნველყოფს თუ არა მათ დროული, ხარისხიანი და თანმიმდევრული სერვისებით. გამოვლენილი მიგნებები იძლევა შესაძლებლობას დაისახოს გაუმჯობესების გზები უფრო ქმედითი ზრუნვის სერვისების განვითარებისთვის.

ზრუნვის სისტემის ანგარიში მოიცავს შემდეგი სამიზნე ჯგუფებს: ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები; ნარკოტიკების მოხმარებასთან ან წამალდამოკიდებულებასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანები; შინმოვლის საჭიროების მქონე პირები.

ზრუნვის სიტემის შეფასებამ სამივე მიმართულებით გამოკვეთა შემდეგი სახის პრობლემები: მტკიცებულებების გამოყენების სისუსტე; პროგრამის მართვა/ზედამხედველობის ხარვეზები; რესურსების სიმწირე: სისტემის ფრაგმენტულობა; მომსახურების დაბალი ხარისხი; სერვისებზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა და დონორებზე დამოკიდებულება (შინმოვლის შემთხვევაში).

PDF ვერსიის გადმოწერა >>

საკონტაქტო ინფორმაცია