ო. ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი

მუნიციპალური მომსახურების ხარისხის სტანდარტები, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტები

CTC-ის ორგანიზებით გაიმართა ონლაინ კონფერენცია: „მუნიციპალური მომსახურების ხარისხის სტანდარტები, მონიტორინგისა და შეფასების ინსტრუმენტები“.

კონფერენციის პირველი სესია დაეთმო: პროექტის: ,,მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)” შედეგების პრეზენტაციას, CTC-ის მიერ შემუშავებულ მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტს (MUSQAT) და აღნიშნული ინსტრუმენტის კახეთის მუნიციპალიტეტებში პილოტირების გამოცდილებას.

მე-2 სესია მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების სხვა ინიციატივებსა და გამოცდილებებს მიძღვნა, მათ შორის განხილული იქნა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის გამოცდილება მომსახურების სტანდარტების დადგენის სფეროში, USAID-ის დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის (GGI) პროგრამის მუნიციპალური მონაცემების კვლევის შედეგები და პერსპექტივები, შინაური ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტოების დაფუძნების ხელშეწყობა; UNDP-ის მიერ მოსახლეობის საჯარო სერვისებით კმაყოფილების შესახებ განხორციელებული კვლევების შედეგები, ელექტრონული სერვისების მიწოდების პრაქტიკა  მუნიციპალიტეტებში.

სესიის ბოლოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა მუნიციპალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესების მიზნით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: „მუნიციპალური სერვისების ხარისხის შეფასების ინსტრუმენტი (MUSQAT)“ ფარგლებში.

საკონტაქტო ინფორმაცია