CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ეფექტური მომსახურებისა და სტრესის მართვის ტრენინგი შემოსავლების სამსახურისთვის

კოსნულტაციის და ტრენინგის ცენტრმა საქართველოს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებისთვის ჩაატარა ტრენინგების სერია ”ეფექტური მომსახურება და სტრესის მართვა” ( ნოემბერი 2011 - თებერვალი 2012)

 

ტრენინგი მიზნად ისახავდა შემოსავლების სამსახურის სერვის ცენტრების კონსულტანტებისთვის და მომსახურების ცენტრების ხელმძღვანელი პირებისთვის იმ თეორიის და უნარ-ჩვევების დაუფლებას, რომლებიც შემდგომში დაეხმარებათ გადამხდელებთან ურთიერთობისას. შესაბამისად, ტრენინგის ქვე მიზნებად განისაზღვრა:  

  1. დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკუთარი სამსახურის და პოზიციის მიმართ  
  2. მომხმარებელთან ურთიერთობის დამყარების უნარი
  3. მოცემული ბიზნესისთვის დამახასიათებელი პროდუქტების ახსნის და კლიენტის დარწმუნების უნარის ჩამოყალიბება
  4. მოცემული სამსახურისთვის დამახასიათებელი მომსახურების ახსნის უანრი
  5. შიდა ორგანიზაციული სტანდარტების ცოდნა და მათი პრაქტიკული განხორციელების უნარი
  6.  საკუთარი მომსახურების შეფასების და განვითარების გეგმის დასახვის უნარი
  7. სტრესის ეფექტური მართვა მომსახურების პროცესში.

ამ ეტაპზე ტრენინგების სერია ჩატარდა 11 ჯგუფისთვის, თითო ჯგუფში დაახლოებით 15 მონაწილის შემადგენლობით. ტრენინგის ხანგრძლივობა თითოეული ჯგუფისთვის შეადგენდა 4 სრულ დღეს. ამასთან, ერთი დღე დაეთმო სტრესის მართვის თეორიასა და პრაქტიკულ ტექნიკებს.