CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის წლიური კონფერენცია-გამოფენა

ა.წ. 25 თებერვალს თბილისში ივენტ ჰოლმა უმასპინძლა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კონფერენცია-გამოფენას. ამ დღეს მის მიერ გაწეული საქმიანობა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმმა თავის პირველ მასშტაბურ ღონისძიებაზე შეაჯამა. ღონისძიებას საქართველოს ყველა რეგიონის 250-მდე პედაგოგი და მოწვეული სტუმარი დაესწრო. გამოფენა-კონფერენციის მიზანი სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებისა და ინოვაციების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ფორუმის წევრ მასწავლებელთა შორის გამოცდილების გაზიარება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა იყო.

მონაწილეებს მიესალმნენ ირინე ქურდაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სტივენ ჰეიკინი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის მისიის დირექტორი და ლიანა ღუღუნიშვილი - სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის კომიტეტის წარმომადგენელი.

მარინა უშვერიძემ - სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის დირექტორმა დამსწრეებს გააცნო პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები.

პედაგოგთა და სასკოლო სამოქალაქო კლუბების წევრთა ნამუშევრების გამოფენაზე მასწავლებლებმა წარმოადგინეს  საგანმანათლებლო მასალები:  მოსწავლეთა ნამუშევრები, საპროექტო იდეები, ბუკლეტები, გაზეთები, სასკოლო საკლუბო საქმიანობის ამსახველი ფოტომასალა და ა. შ.

კონფრენციაზე პლენარული სხდომისას გიორგი გახელაძემ, სამოქალაქო განათლების ექსპერტმა, ისაუბრა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განვითარების შესახებ.   

მკვლევარმა დავით გოგიშვილმა - “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია”, ისაუბრა მათ განხორციელებულ და მიმდინარე   პროექტზე, როგორც სამოქალაქო განათლების ინსტრუმენტებზე.

პროფესორ ლელა გაფრინდაშვილის გამოსვლის თემა კი იყო: “დემოკრატიული ღირებულებების ნაკვალევზე  საქართველოში”.

ქვეჯგუფებში მუშაობისას შეჯერდა სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესების რეკომენდაციები, რომლებიც თეა ლობჟანიძემ, პედაგოგთა გადამზადების პროგრამის კოორდინატორმა გააცნო დამსწრეებს.

გამოფენა-კონფერენცია დაასრულა წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალმა. ფორუმის მიერ დაწესებული საპატიო ჯილდო - მადლობის სიგელი და ”სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგის” სპეციალური პრიზი გადაეცა ცხრა რეგიონის ცხრა საუკეთესო პედაგოგს. კერძოდ: მაკა ბიბილეიშვილს  თბილისიდან, მერი ბეჟუაშვილის შიდა ქართლიდან, ნინო ციმაკურიძეს ქვემო ქართლიდან, ნანა გადელიას სამეგრელო - ზემო სვანეთიდან, ნინო ნადირაძეს სამცხე-ჯავახეთიდან, თეონა სუმბაძეს კახეთიდან, გურანდა შანიძეს იმერეთიდან, ვლადიმერ აფხაზავას გურიიდან და მზია ბაუჟაძეს აჭარიდან.

ჟიურისვე გადაწყვეტილებით, სამ პედაგოგს: თამარ ჩაფიჩაძეს (სამცხე-ჯავახეთი), ნინო დოლიშვილს (მცხეთა-მთიანეთი) და ლიანა ღუღუნიშვილს (ქვემო ქართლი) გადაეცა რეგიონის წარმატებული პედაგოგის სიგელები.

კონფერენციის შესახებ ინფორმაციას შეგიძილათ გაეცნოთ ასევე შემდეგ ბმულებზე:

რადიო თავისუფლება: http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24497156.html

კავკასია  - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=caucasia (25.02.2012 | 19:15)

მაესტრო - http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=maestro (25.02.2012 | 15:15)

GARB - http://garbonline.tv/pedagogtaforumi

ფორუმის აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).