CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

საჯარო დისკუსია თემაზე: ”საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ”

სამშაბათს, 6 მარტს, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში, პროექტის - “დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის” ფარგლებში,  გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე:

”საზოგადოების დამოკიდებულება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ”

მომხსენებლები:

თამარ ქაროსანიძე  - „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამა საქართველოში (G-PAC); 

ეკა დათუაშვილი - “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” (CSRDG)

ქალბატონმა თამარმა - მიმოიხილა G-PAC მიერ 2011 წელს ჩატარებული კვლევა ”საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტიურობის მიმართ”.

ქალბატონმა ეკა დათუაშვილმა კი დამსწრე საზოგადოებას “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” (CSRDG) მიერ 2003 და 2005 წლებში ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგები გააცნო.

მოხსენებების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია. გადაწყდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განაგრძობს მუშაობას აღნიშნულ თემაზე და ეცდება კონკრეტული რეკომენდაციების შემუშავებას.

 ------------------------------------------                            

პროექტი - დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის”  - ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - „საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების“ (G-PAC) ფარგლებში..  

ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.