CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენი

სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში გამოვიდა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საინფორმაციო ბიულეტენის პირველი ნომერი. იგი გამოიცა სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმისათვის კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) მიერ. გამომცემლებს დიდი იმედი აქვთ, რომ ბიულეტენი დააინტერესებს და დეხმარება სამოქალაქო განათლების პედაგოგებს, აგრეთვე სამოქალაქო განათლების ექსპერტებს ფორუმის მუშაობის და ზოგადად, სკოლებში სამოქალაქო განათლების შესახებ ინფორმაციის მიღების, გამოცდილებათა ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით. გარდა ამისა შესაძლებლობას მისცემს მათ, გამოხატონ საკუთარი შეხედულებები, მოსაზრებები, პრაქტიკულ საქმიანობაში მიღწეული წარმატებები. ბიულეტენი სამ თვეში ერთხელ გამოიცემა ბეჭდური სახით.  ბიულეტენის ელექტრონული ვერსია იხილეთ ვებგვერდზე www.civics.ge

საინფორმაციო ბიულეტენი გამოიცემა სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).