CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების ფორუმი

2012  წლის 31 მაისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრმა ამჩამის კორპორატიულ-სოცილაური პასუხისმგებლობის კომიტეტთან ერთად მოაწყო საზოგადოებრივი და ბიზნეს ორგანიზაციების ფორუმი. ღონისძიება გაიმართა USAID-ისა და კერძოდ, EWMI G-PAC-ის პროექტის "დიალოგი სამოქალაქო სექტორის განვითარებისთვის" ფარგლებში.

ფორუმის ჩატარების მიზანი იყო ბიზნესის სფეროს წარმოდგენლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთმანეთისთვის წარდგენა და თითოეულის საქმიანობაზე ინფორმაციის გაცვლა იმ მიზნით, რომ დაწყებულიყო სისტემური თანამშრომლობა ორ სექტორს შორის.

ფორუმის ჩატარების დეტალურ მიზნებზე ისაუბრეს CTC-ის დირექტორმა ქ-ნ ირინა ხანთაძემ, G-Pac-ის ხელმძღვანელმა, ფრონ ნაციმ და ამჩამის პრეზიდენტმა, მაიკლ კოუგვილმა. მისასალმებელი სიტყვების შემდეგ ირინა ხანთაძემ გააკეთა ფორუმისთვის საგანგებოდ მომზადებული კატალოგის პრეზენტაცია, სადაც მოკლედ წარადგინა ის 15 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც შესული იყო კატალოგში.  შემდეგ შეხვედრა გაგრძელდა დისკუსიის სახით, სადაც ბიზნესის რამოდენიმე წარმომადგენელმა ისაუბრა თავისი კომპანიის ქველმოქმედებისა თუ სპონსორობის კონკრეტული მიმართულებების შესახებ; მათი მხრიდან გამოითქვა ინტერესი და გამოიხატა აშკარა საჭიროება უფრო მეტი ინფორმაციის მიღებისა დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. თავის მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრებმაც ისაუბრეს ბინზეს სექტორთან მათი ურთიერთობის გამოცდილებაზე და გამოთქვეს მოსაზრება ამ თანამშრომლობის ეფექტურობის გაზრდის შესახებ. შემდეგ დისკუსია გაგრძელდა უფრო არაფორმალურ გარემოში არასამთავრობო ორგანიზაციების პროდუქციის გამოფენაზე და მიღებაზე.