CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

სამოქალაქო განათლების ამერიკული მასტერ კლასები CTC-ში

26–29 ივნისს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი ამერიკელ ექსპერტებს: ჰარვუდის საშუალო სკოლის ასოცირებულ დირექტორს (ვერმონტის შტატი, აშშ) და PH Intarnational-ის ერთ–ერთ პირველ დამაარსებელს, სამოქალაქო და სოციალური მეცნიერების პედაგოგს ქეთრინ ქედველს მასპინძლობდა. მათ სამოქალაქო განათლების მასწავლებლებს ჩაუტარეს მასტერკლასი თემაზე – „სათემო აქტივობით სწავლა/სწავლება: რეალური პრობლემები და ამოცანები სამოქალაქო განათლებისათვის“ (Service Learning). სწავლების ეს მეთოდი პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის ახალ საფეხურზეა ფოკუსირებული და სამოქალაქო განათლებაში თემის, საზოგადოების ჩართვას გულისხმობს.

სამუშაო შეხვედრაში საქართველოს რეგიონებიდან 42 პედაგოგი მონაწილეობდა. ისინი ამერიკაში კარგად ცნობილ – სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების მეთოდს ჰარვუდის დაწყებითი და ვერმონტის საშუალო სკოლების პროექტების მაგალითებზე გაეცნენ და ამერიკელ ექსპერტებთან ერთად ის მოდულები შეარჩიეს, საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში საგნის სწავლებისას  რომ გამოიყენებენ.

კონკრეტული პროექტების განხილვისა და მათზე მსჯელობის გარდა ტრენინგები სხვადასხვა ტიპის თამაშებს და ვოდეოჩვენებებსაც მოიცავდა, რომლებიც სათემო აქტივობით სწავლა/სწავლების არსსა და უპირატესობებს წარმოაჩენდა. ჯინ ბერტიომმა და ქეთრინ ქედველმა თბილისის ილია ვეკუას სახელობის 42 საჯარო სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით სამოდელო გაკვეთილიც ჩაატარეს. გაკვეთილის ვიდეოვერსია განთავსებულია civics.ge-ზე.

ფორუმის აქტივობები ხორციელდება სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების  პროგრამის ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან პარტნიორობით. პროგრამის ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).