CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

მცირე მეწარმეობის განვითარება საქართველოში: კონსულტაციის და ტრენინგისა ცენტრის გამოცდილება

მცირე ბიზნესის განვითარებაში კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი 2005 წლიდანაა ჩართული. თავდაპირველად ორგანიზაციის საქმიანობა შემოიფარგლებოდა ტრენინგითა და კონსულტაციით მცირე ბიზნესის ადმინისტრირების საკითხებზე. წლების განმავლობაში ჩვენი საქმიანობა გაფართოვდა -  კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი ცდილობს გაზარდოს მცირე ბიზნესისათვის კაპიტალის ხელმისაწვდომობა საგრანტო კონკურსების მეშვეობით. ამისათვის ორგანიზაცია სხვადასხვა დონორთან თანამშრომლობს.

ამჟამად კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი ახორციელებს პროექტს, რომელიც ეხება  2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთა და დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური ინტეგრაცია, რომელიც დაფინანსებულია USAID საქართველოს მისიის მიერ;

პროექტი დღეისათვის დასრულების ფაზაში იმყოფება. პროექტის მსვლელობის დროს დახმარება გაეწია  210 მეწარმეს.

მიკრო საწარმოები ეფექტური აღმოჩნდა სამი ძირითადი თვალსაზრისით: შინამეურნეობის შემოსავლის ზრდა; დასაქმება; თვითშეფასების გაუმჯობესება. შემთხვევათა 90% შინამეურნეობის ზრდამ მიკრო საწარმოს ფუქნციონირების ხარჯზე სულ მცირე 5% შეადგინა, ხოლო შინამეურნეობის შემოსავლის ზრის საშუალო სიდიდე 30% -ს აღწევს. 210 მეწარმემ დაასაქმა 250 -ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ძირითადად ოჯახის წევრებით ან ახლობელ-მეზობლობით არიან წარმოდგენილი. რაც ეხება თვითშეფასებას, მეწარმეები აღნიშნავენ, რომ მეტი ოპტიმიზმით უყურებენ მომავალს, გრძნობენ ოჯახის წევრების მხრიდან მეტ პატივისცემას, არიან დაკავებული მათთვის საინტერესო საქმით, გახდნენ უფრო დამოუკიდებელი, გაუჩნდათ მეტი შესაძლებლობა იზრუნონ ოჯახის წევრებზე.

2012 წლის 9 ნოემბერს კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი მართავს კონფერენციას, სადაც სურს დაინტერესებულ პირთა უფრო ფართო წრეს გააცნოს პროექტის შედეგები, დაგროვილი გამოცდილება და იმსჯელოს არსებულ გამოწვევებსა და შემდგომ ნაბიჯებზე.