CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

გერმანელი მოხალისეები CTC-ის მესტიის ოფისში

CTC-ის ზემო სვანეთის პროექტის ფარგლებში, მესტიის რესურს ცენტრში, 2012-2013 წელს 2 გერმანელი მოხალისე მუშაობს. მოხალისეები ჩამოსული არიან გერმანული ორგანიზაცია EED -ის მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს გერმანელი ახალგაზრდების გაგზავნას პარტნიორ ორგანიზაციებში ერთი წლით მოხალისეობრივად სამუშაოდ.

მოხალისეებმა მესტიაში შექმნეს ინგლისური ენის კლუბი, სადაც ზემო სვანეთის ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მათთან ერთად  იმსჯელონ და ისაუბრონ საინტერესო თემებზე. თამაშების, ფილმებისა და სიმღერების საშაუალებით გაიუმჯობესონ ინგლისურ ენაზე საუბრის უნარი.

კლუბში უკვე ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა თემებზე: ბავშვთა საერთაშორისო დღე, შიდსის საერთაშორისო დღე, ტოლერანტობა, მოხალისეობა, საჭმელი, სიმღერა, სპორტი, კულტურა და სხვა. 

შეხვედრები ტარდება სამშაბათობით და პარასკეობით 15:00 საათზე CTC-ის მესტიის ოფისში.

მოხალისეები გეგმავენ მსგავსი საკლუბო შეხვედრების ჩატარებას ზემო სვანეთის სოფლის ახალგაზრდებთანაც.