CTC

კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

ოთარ ჩხეიძის ქუჩა 5, 0186, თბილისი | ტელეფონი: +995 32 220 67 74, +995 32 220 67 75

ენები

ძლიერი ქალები-ძლიერი ინტეგრაციისთვის (SWSI)

იანვრის ბოლოს სიტისიმ დაასრულა ტრენინგების ციკლი პროექტის ”ძლიერი ქალები-ძლიერი ინტეგრაციისთვის” (SWSI) ფარგლებში. პროექტს ”ვორლდ ვიჟენ საქართველო” ავსტრიის განვითარების სააგენტოსა და ”ვორლდ ვიჟენ ავსტრიის” მხარდაჭერით ახორციელებს. ტრენინგის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა შიდა ქართლის რეგიონის 11 ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული 18-დან 55 წლამდე ასაკის ქალები (ქვრივები, მარტოხელა, მრავალშვილიანი დედები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები და ქალები, რომელთაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მეუღლეები).

აღნიშნული პროექტის ფარგლებში სიტისიმ ჩაატარა 10 სამდღიანი ტრენინგი. პირველი ორი დღე დაეთმო მიკრო-საწარმოს ბიზნეს-გეგმის შემუშავებას, ხოლო ერთი დღე კი სამუშაოს მოძიების უნარ-ჩვევების განვითარებას. ტრენინგები 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და 168 დევნილი ქალი გადამზადდა. ამჟამად მიმდინარეობს ბიზნეს-გეგმების განხილვა. აპრილის თვიდან კი სიტისი უკვე პროექტის ფარგლებში ვორლვიჟენის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარებისთვის კონსულტაციებს განახორციელებს,